„ყველაფერი შენ შესახებ“ პირველი ქართული ვებ-გვერდია სექსუალურ განათლებაზე. იგი მიზნად ისახავს ინტერნეტ სივრცეში და არამარტო ახალგაზრდების ცხოვრებაზე მორგებული, ფემინისტური, სექს პოზიტიური, არჩევანის თავისუფლებაზე ორიენტირებული, ტოლერანტული, ინკლუზიური, თანასწორი სექსუალური განათლების პრეცენდენტის შექმნას.

ვებ-გვერდზე მოცემულია ინფორმაცია, რომელიც სამედიცინო კუთხით სწორია და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სექსუალური განათლება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო ქსელის მიერ, რომელიც სექსუალური განათლების მიწოდებასა და სექსუალური ჯანმრთელობის პოპულარიზაციაზე მუშაობს.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ კონტაქტის ფორმის დახმარებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ კითხვაზე პასუხის მისაღებად აუცილებელია კონტაქტის ფორმაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მითითება.