ხშირად დასმული კითხვები აბორტის შესახებ

კატეგორია: აბორტი
  • აბორტი მტკივნეულია?

ყველას გამოცდილება განსხვავდება. ადამიანების უმეტესობას აქვს მენსტრუაციის მსგავსი შეგრძნებები, თუმცა ზოგს საერთოდ არ აქვს ტკვილი. ზოგიერთ ადამიანს, ვინც ფხიზლადაა პროცედურის დროს, ზეწოლის შეგრძნება აქვს. დისკომფორტის გასაქრობად და მოსადუნებლად ბევრი მედიტაციას მიმართავს.

  • შევძლებ მომავალში დაორსულებას?

დიახ. აბორტი ხელს არ უშლის მომავალში დაორსულებასა და ჯანსაღი ორსულობის ქონას.

  • ვინმე გაიგებს?

ვერა. სამედიცინო ინფორმაცია დახურულია და შენ გარდა არავის ექნება მასზე წვდომა. არავის არ ეცოდინება, თუ შენ არ გადაწყვეტ, უთხრა. აბორტიდან 2-3 კვირაში ექიმიც კი ვერ მიხვდება, აბორტი რომ გაქვს გაკეთებული.

  • მჭირდება მშობლების/პარტნიორის/ოჯახის ექიმის თანხმობა?

არა. კანადაში 12 წელზე უფროს ადამიანს შეუძლია ლეგალურად გაიკეთოს აბორტი კლინიკაში. ამისთვის არ არის საჭირო მშობლის, პარტნიორის ან ოჯახის ექიმის თანხმობა.

  • სამუშაოდან ან სკოლიდან უნდა გავეთავისუფლო?

შეიძლება გათავისუფლება დაგჭირდეს პროცედურისთვის. გააჩნია, რამდენი ხნის ორსული ხარ და სად წახვალ. როგორც წესი, კლინიკაში 2-4 საათი სჭირდება. ზოგ ადამიანს ურჩევნია, 1-2 დღე გაეთავისუფლოს, რომ თავს მიხედოს. თუმცა სხვები იმავე ან მეორე დღესვე უბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას.

  • აბორტი ზრდის მკერდის სიმსივნის რისკს?

არა. აბორტსა და მკერდის სიმსივნეს შორის კავშირი არ არის.

  • რამდენი ხანი სჭირდება აბორტს?

ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, აბორტი სრულდება 15 წუთში. თუმცა საავადმყოფოში შეიძლება 2-4 საათი მოგიწიოს გაჩერება.

  • აბორტი დეპრესიას იწვევს?

არა. აბორტის შემდეგ ყველაზე ხშირად ადამიანები შვებას გრძნობენ. ზოგიერთ ადამიანი შეიძლება მოწყენილი იყოს ან განიცდიდეს, რაც დანაკარგზე ჯანსაღი რეაქციაა. აბორტის გაკეთება არ ნიშნავს გრძელვადიან ემოციური ან გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემებს.

წყარო: plannedparenthood.org