ც ჰეპატიტი

კატეგორია: სგგი

რა არის ც ჰეპატიტი?

  • ც ჰეპატიტი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს ვირუსი, რომელიც მოქმედებს ღვიძლზე.

როგორ ხდებაბ ც ჰეპატიტით ინფიცირება?

  • ც ჰეპატიტი გვხვდება ც ჰეპატიტით დაავადებული ადამიანის სისხლში;
  • ადამიანების უმეტესობას ც ჰეპატიტი ემართება საერთო ნემსის ან წამლის მიღების სხვა საშუალებების გამოყენებით, როცა ერთ-ერთს ც ჰეპატიტი აქვს. ასეთი საშუალებების გაწმენდა არ არის საკმარისი ც ჰეპატიტის პრევენციისთვის;
  • ც ჰეპატიტი შეიძლება დაგემართოს არასტერილური საშუალებების გამოყენებით, მაგალითად, ტატუს ან პირსინგის გაკეთებისას;
  • ც ჰეპატიტი იშვიათად გადადის დაუცველი სექსის დროს ან სექსუალური სათამაშოს გამოყენებისას, თუ აქტს თან არ ახლავს სისხლდენა;
  • ც ჰეპატიტის მქონე ორსულმა შეიძლება გადასცეს ახალშობილს ც ჰეპატიტი ორსულობისას ან ფიზიოლოგიური მშობიარობისას;
  • ც ჰეპატიტი შეიძლება გადაეცეს კბილის ჯაგრისის ან სამართებლის ხმარებით, თუ მათ მფლობელს აქვს ც ჰეპატიტი, რადგან ამ ნივთებზე ხშირად რჩება სისხლი;
  • ც ჰეპატიტი არ გადადის წყლით, საკვებით ან ჩვეულებრივი შეხებით.

როგორ უნდა გაიგო, გაქვს თუ არა ც ჰეპატიტი?

  • ერთადერთი გზა, გაიგო, გაქვს თუ არა ც ჰეპატიტი, არის ტესტის ჩატარება;
  • ადამიანების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები და არც კი იცის, რომ ინფიცირებულია. შეიძლება ც ჰეპატიტი ისე გადასცე სხვას, რომ სიმპტომები არც კი გქონდეს;
  • ც ჰეპატიტის სიმპტომები შეიძლება იყოს:
  • დაღლილობა
  • ტკივილი მუცლის არეში
  • კანის სიყვითლე
  • უმადობა
  • გულისრევა
  • გამონაყარი
  • სახსრების ტკივილი
  • მუქი შეფერილობის შარდი
  • ღია განავალი
  • ც ჰეპატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის სიმპტომების არქონა;
  • ადამიანების 20%, ვისაც ც ჰეპატიტი ემართება, მკურნალობის გარეშე ამარცხებს ვირუსს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვირუსს არ გადასცემენ სხვას განკურნების შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელმეორედ აღარ დაგემართება;
  • დარჩენილი 80% ვერ ახერხებს ვირუსისგან მკურნალობის გარეშე გათავისუფლებას. მათ ქრონიკული ც ჰეპატიტი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მათ ყოველთვის ექნებათ ც ჰეპატიტი და შეუძლიათ სხვებს გადასცენ. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ სიმპტომები, მაგრამ შეექმნათ ღვიძლის პრობლემები მომავალში.

როგორ უნდა ჩაიტარო ც ჰეპატიტის ტესტი?

  • ც ჰეპატიტის ტესტი არის სისხლის ანალიზი, რომლის დროსაც მოწმდება ანტისხეულები ორგანიზმში. ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს ც ჰეპატიტის ვირუსის პასუხად. თუ ტესტის პასუხი ც ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითია, ღვიძლის სპეციალისტთან გადაგამისამართებენ შემდგომი მკურნალობისთვის;
  • ჰკითხე ექიმს, როდის და რამდენად ხშირად უნდა ჩაიტარო ც ჰეპატიტის ტესტი;
  • ორსულმა ადამიანმა შეიძლება ც ჰეპატიტი გადასცეს ნაყოფს ორსულობისას ან ფიზიოლოგიური მშობიარობისას. თუ ორსულად ხარ და არ ჩაგიტარებია ც ჰეპატიტის ტესტი, დაელაპარაკე შენს ექიმს.

რა უნდა ვქნა, თუ ც ჰეპატიტის ტესტის პასუხი დადებითია?

  • ამჟამად ც ჰეპატიტი არ იკურნება. თუმცა ადამიანების 20% ახერხებს ვირუსისგან გათავისუფლებას;
  • ქრონიკული ც ჰეპატიტი ზრდის ღვიძლის დაზიანების, ციროზის და ღვიძლის კიბოს რისკს. ადამიანები, ვინც ვერ თავისუფლდებიან ვირუსისგან, იღებენ მედიკამენტებს, რაც ეხმარება მათ ქრონიკულ ც ჰეპატიტთან გამკლავებაში. ასეთმა ადამიანებმა რეგულარულად უნდა ჩაიტარონ შემოწმება;
  • არსებობს ც ჰეპატიტის სხვადასხვა ფორმა. შენს ფორმასა და სამედიცინო ისტორიაზეა დამოკიდებული, რა მედიკამენტს მიიღებ, რომ გათავისუფლდე ვირუსისგან;
  • ც ჰეპატიტი არის რეპორტირებადი ინფექცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექთანმა შეიძლება მოგთხოვოს ყოფილი და ახლანდელი პარტნიორების საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მათაც ურჩიოს ტესტის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში, პარტნიორებს შენს ვინაობას არ გაუმხელენ;
  • თავადაც შეგიძლია დაუკავშირდე შენს ყოფილ და ახლანდელ პარტნიორებს. თუ გინდა, ეს ანონიმურად გააკეთო, შეგიძლია გამოიყენო პროგრამა inspot.org;

როგორ უნდა შეამცირო ც ჰეპატიტის მიღების/გადაცემის რისკი?

  • წამლის მიღების საშუალებების უბრალოდ გაწმენდა არ არის საკმარისი.
  • ტატუს, პირსინგის ან სხვა მსგავსი აქტივობის დროს, როცა კანი იჭრება, ყურადღება მიაქციე, რომ ხელსაწყოები ახალია ან სათანადოდ სტერილიზებულია;
  • თუ საერთო ჩიბუხი გაქვს, გამოიყენე ტუჩის ბალზამი, რათა თავიდან აიცილო ტუჩების დახეთქვა;
  • ამჟამად ც ჰეპატიტის ვაქცინა არ არსებობს. ა და ბ ჰეპატიტის ვაქცინა ვერ დაგიცავს ც ჰეპატიტისგან;
  • მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. დაელაპარაკე პარტნიორ(ებ)ს სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებსა და უსაფრთხო სექსის საშუალებებზე;
  • გამოიყენე კონდომი ვაგინალური და ანალური სექსის დროს, გამოიყენე ლატექსის ხელთათმანი ხელით შეხებისას, ორალური სექსის დროს კი გამოიყენე კონდომი, რათა თავიდან აიცილო ც ჰეპატიტით ინფიცირების რისკი;
  • თუ სექსუალურ სათამაშოს იყენებ, გაწმინდე ან გამოიყენე ახალი კონდომი ყოველ ჯერზე;
  • თუ ც ჰეპატიტი გაქვს, მოერიდე სამართებლისა და კბილის ჯაგრისის გაზიარებას, რადგან მათზე შეიძლება სისხლი იყოს დარჩენილი.

სასარგებლო რჩევა:

თუ ც ჰეპატიტი გაქვს, დაელაპარაკე პარტნიორს, რათა მანაც შეძლოს შემოწმება.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com