შეწყვეტილი სექსუალური აქტი

კატეგორია: სექსი

შეწყვეტილი სექსუალური აქტი, იგივე „გამოღების“ მეთოდი ითვალისწინებს პენისის ვაგინიდან გამოღებას, სანამ მოხდება ეაკულაცია (სპერმის დაღვრა), რათა პარტნიორებმა თავიდან აიცილონ ორსულობა. „გამოღების“ მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს, თუ მასთან ერთად კონტრაცეფციის სხვა მეთოდსაც იყენებ (მაგალითად კონდომს). იმისთვის, რომ ამ მეთოდმა იმუშაოს, პენისის გამოღება ვაგინიდან უნდა მოხდეს ეაკულაციამდე, ეს უნდა გაიმეორო ყოველი ვაგინალური სექსუალური აქტის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ორსულობა.

უმეტესად „გამოღების“ მეთოდის გამოყენება ხდება ორსულობის თავიდან ასაცილებლად, იგი არ გიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან.

რა უნდა ვქნა, რომ ამ მეთოდმა კარგად იმუშაოს?

უნდა გამოიყენო კონტრაცეფციის სხვა საშუალებაც. მხოლოდ შეწყვეტილი აქტის მეთოდი არაფექტურია და დაორსულების შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე კონდომთან ერთად გამოყენებისას. როგორც უკვე ვახსენეთ, ეს მეთოდი ვერ დაგიცავს ინფექციებისგან.

ხშირად ამ მეთოდს იყენებენ პრინციპით „სულ არაფერს ხომ ჯობია“. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, გახსოვდეს, რომ პენისის გამოღება უნდა მოხდეს აუცილებლად სპერმის დაღვრამდე, პარტნიორის ვაგინიდან შორს, რადგან დაორსულებისთვის სულ ცოტა სპერმაც კი საკმარისია, თუ ის ვაგინაში მოხვდა. განმეორებითი სექსუალური აქტის შემთხვევაში კი, უნდა მოხდეს დაბანა ან პენისის გაწმენდა, საუკეთესო შემთხვევაში კი ახალი კონდომის გამოყენება.

ზოგადად, ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, „გამოღების“ მეთოდი ეფექტურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ გახსოვდეს, რომ რეალურ ცხოვრებაში ის გაცილებით ეფექტურად მუშაობს. ისევ ციფრებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ რეალურად ამ მეთოდის გამოყენებისას 5-დან 1 ქალი ორსულდება.

შეწყვეტილი სექსუალური აქტი კარგად მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ კონტრაცეფციის სხვა მეთოდებთან ერთად. განსაკუთრებით ეფექტურია კონდომი, რომელიც ერთადერთი მეთოდია სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან დასაცავად.

გახსოვდეს, თუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, სადაც არ გაქვს არანაირი კონტრაცეფციის მეთოდი, „გამოღების“ მეთოდმა შეიძლება შეამციროს დაორსულების შანსი.

წყარო: plannedparenthood.org