შესავალი სქესობრივ მომწიფებაში

კატეგორია: ჩემი სხეული

სქესობრივ მომწიფებას ყოველი ჩვენგანი გადის, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად. ეს შეიძლება ამაღელვებელი მოგზაურობაც იყოს და შემაშფოთებელიც, განსაკუთრებით, თუ არ იცი, რას უნდა ელოდე ყოველ კუთხე-კუნჭულში. იმის გაგებამ, რა ცვლილებებს უნდა ელოდე, შეიძლება გაგიმარტივოს ამ პროცესის გავლა.

რა მემართება?

  • სქესობრივი მომწიფების დროს იმდენი რამე და ისე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, რომ შეიძლება გაინტერესებდეს, რა ხდება და ნორმალურია თუ არა, რაც შენ თავს ხდება;
  • გახსოვდეს, რომ იყო ნორმალური, ყოველთვის არ ნიშნავს, დანარჩენებს ჰგავდე. იყო ნორმალური, ნიშნავს უამრავ რამეს. ჩვენ, ყველა (მათ შორის შენც!) ჩვენებურად ნორმალურები ვართ;
  • ზოგჯერ ჩვენი სხეული შეიძლება ისე იცვლებოდეს და ვითარდებოდეს, რომ სულაც არ მოგვწონდეს. ეს ნამდვილად არ არის ყველაზე კარგი შეგრძნება, თუმცა არც ყველაზე უჩვეულოა.

გამიგია, რომ ადამიანებს სქესობრივი მომწიფების დროს გამაღიზიანებელი და უცნაური რაღაცები ემართებათ. მართალია?

  • სამწუხაროდ, დიახ, მართალია. თითქმის ყველას აქვს მოსაყოლი ამბავი, რაც იმ დროს აღიზიანებდა, თუმცა მოგვიანებით თითქმის ყველა სიცილით იხსენებს;
  • ეს არის მცირე ჩამონათვალი, რას შეიძლება ელოდე სქესობრივი მომწიფების დროს:
  • შეიძლება ერექცია გქონდეს მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები;
  • შეიძლება პერიოდი დაგეწყოს მაშინ, როცა ამისთვის მზად არ ხარ;
  • ხმა შეიძლება სწორედ მაშინ ჩაგიწყდეს, როცა გინდა, რომ მშვიდად გამოიყურებოდე;
  • კანზე გამონაყარი გაგიჩნდეს კლასის ფოტოს გადაღების წინა დღეს.

როგორ დავაღწევ თავს სქესობრივი მომწიფების ასაკს?

  • ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ისაა, რომ მოემზადო ამისთვის. წაიკითხე, ისაუბრე და გაიგე, რას უნდა ელოდე. ასე უკეთ გაიცნობ შენს სხეულსა და გონებას ამ ცვლილებების განმავლობაში;
  • დრო და ყურადღება დაუთმე საკუთარი სხეულისა და მასში მომხდარი ცვლილებების შესწავლას;
  • იფიქრე, რას გრძნობ ემოციურად და როგორ იცვლება ეს ემოციები ყოველდღიურად და ყოველწამიერადაც კი.

სასარგებლო რჩევა:

სქესობრივი მომწიფების ასაკში ძალიან დაგეხმარება ისეთ ადამიანთან საუბარი, ვისაც ენდობი. ეს შეიძლება იყოს შენი მეგობარი, რომელიც შენსავით გადის ამ პერიოდს, ან უფროსი ადამიანი, მშობელი, ექიმი, მასწავლებელი, ვინც უკვე გაიარა ეს ყველაფერი.

წყარო: teenhealthsource.com