ქამინგაუთი

კატეგორია: სოგი

ტერმინი ქამინგაუთი გამოიყენება მაშინ, როდესაც ლგბტქი ახალგაზრდები სხვებს ღიად ეუბნებიან საკუთარი გენდერული და სექსუალური იდენტობის შესახებ.

ქამინგაუთით ისინი თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ და ღიად გამოხატავენ საკუთარ გენდერულ ინდენტობას ყოველდღიურ ცხოვრებასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში.

უნდა გამოვიდე?

  • ეს შენი გადაწყვეტილებაა და იმის მიხედვით უნდა მოიქცე, რამდენად უსაფრთხოდ ან სწორად მიგაჩნია, რამდენად აისახება ეს შენს მეგობრებსა და ოჯახთან ურთიერთობაზე და რამდენად თავდაჯერებულად გრძნობ თავს შენივე იდენტობასთან;
  • არასდროს არ უნდა აიძულო საკუთარი თავი, საკუთარი იდენტობის შესახებ უთხრა სხვებს, თუნდაც ურთიერთობაში იყო იმავე სქესის ადამიანთან;
  • ქამინგაუთი არ არის ყველაფერი ან არაფერი – შეიძლება უთხრა ადამიანების ერთ ჯგუფს და არაფერი თქვა მეორესთან.

შეგიძლია საკუთარი იდენტობის შესახებ ისაუბრო შენთვის უახლოეს ადამიანებთან და არა ყველასთან.

რა უნდა გავითვალისწინო ქამინგაუთის დროს?

  • ქამინგაუთისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. აქ რამდენიმეს ჩამოვთვლით:
  • შეიძლება შენთვის მნიშვნელოვანი იყოს საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის ღიად დაფიქსირება;
  • შეიძლება გინდოდეს ისეთ ადამიანებთან ყოფნა, ვინც ისეთს გიღებს, როგორიც ხარ;
  • შეიძლება გინდოდეს, რომ შენი თემი, მეგობრები და ოჯახი იღებდეს შენი იდენტობის პოტენციურად მნიშვნელოვან ნაწილს;
  • შეიძლება გინდოდეს, პოლიტიკური განცხადება გააკეთო ლგბტქი თემის მხარდასაჭერად.

რა არ უნდა გავითვალისწინო ქამინგაუთის დროს?

  • არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ქამინგაუთისგან თავი უნდა შეიკავო. აქ რამდენიმეს ჩამოვთვლით:
  • ფიქრობ, რომ შენი სექსუალური ან გენდერული იდენტობა შენი პირადი საქმეა და არ გინდა, ყველამ ან კონკრეტულმა ადამიანებმა იცოდნენ;
  • ფიქრობ, რომ არ არის სწორი;
  • შიშობ, რომ მეგობრები ან შენი ოჯახის წევრები შენზე უარს იტყვიან;
  • შიშობ, რომ ბულინგის, ჰომოფობიის, ბიფობის ან ტრანსფობიის მსხვერპლი გახდები სკოლაში თუ სამსახურში;
  • შიშობ, რომ სამსახურს დაკარგავ.

როგორ გავაკეთო ეს?

  • შეიძლება თავდაპირველად მხოლოდ უახლოეს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს გაუზიარო, რომელთაც ენდობი. აქ ჩამოვთვლით რამდენიმე ნაბიჯს დასაწყისისთვის:
  • დამშვიდდი და სწრაფად გადადი სათქმელზე. შეიძლება ღელავდე, მაგრამ ეცადე, არ გაცხარდე;
  • უთხარი, რას ნიშნავს შენთვის შენი სექსუალური და გენდერული იდენტობა და რომ არ გინდა, ამან გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობაზე;
  • ნება მიეცი, გითხრან, რას ნიშნავს მათთვის შენი ლგბტქი წევრობა და რას ფიქრობენ, რა გავლენას მოახდენს ეს თქვენს ურთიერთობაზე;
  • თუ საჭიროა, სთხოვე, ცოტა ხანი ამაზე არ ისაუბრონ (თუმცა იმისთვისაც მზად იყავი, რომ შეიძლება არ დაგიჯერონ და ახალი ამბავი მალე გავრცელდეს).

რა უნდა ვთქვა ამ დროს?

  • აი, რამდენიმე რჩევა, როგორ დაიწყო საუბარი:
  • მე გენდობი, რადგან შენ მნიშვნელოვანი ხარ ჩემს ცხოვრებაში. მინდა, რაღაც გითხრა და იმედი მაქვს, ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ იმოქმედებს;
  • უკვე დიდი ხანია მეგობრები ვართ და მინდა, ჩემზე რაღაც იცოდე;
  • დიდი ხანია, რაღაცას გიმალავ, რაც არ მომწონს.

მზად იყავი უარესისთვის და უკეთესის იმედი გქონდეს. შეიძლება საკუთარ იდენტობაში დარწმუნებული იყო, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს შენი მეგობრებისა და ოჯახისთვის შეიძლება სიახლე იყოს და დრო დასჭირდეთ, რომ გაიგონ და შეეგუონ. შეიძლება მხარში დაგიდგნენ, გული გატკინონ, გაბრაზდნენ ან გაუხარდეთ. იყავი მომთმენი და უპასუხე მათ შეკითხვებს. ერთად იცინეთ და იყავით გულწრფელები. ასე მათთან უფრო მყარ ურთიერთობას შექმნი.

თუ ჩემს მეგობრებსა და ოჯახს კითხვები აქვთ, სად უნდა გავუშვა?

  • ინტერნეტში არის ინფორმაცია ამ თემაზე. აქ ჩამოვთვლით ზოგიერთ წიგნს, რაც შეიძლება კარგი იყოს თქვენი მეგობრებისა და ოჯახისთვის:
  • მომისმინე: მოზარდების ამბავი, რომლებიც ანათლებენ და დაუპირისპირდნენ ჰომოფობიას, E.A.C.H.;
  • ოჯახისა და მეგობრების სახელმძღვანელო სექსუალურ ორიენტაციაში: ხიდი გეებსა და ჰეტეროსექსუალებს შორის, ბობ ფაუერი და ალან ელისი;
  • ჰეტეროსექსუალი მშობლები, გეი შვილები  ოჯახური ერთიანობის შენარჩუნება, რობერტ ა. ბერნშტაინი;
  • გაათავისუფლე გონება: წიგნი გეი, ლესბოსელები და ბისექსუალი ახალგაზრდებისა და მათი მოკავშირეებისთვის, ე. ბასი;
  • ტრანსები ქმნიან ოჯახებს: რეალური აბები ტრანსგენდერ შეყვარებულებზე, მარი ბონკე;
  • GLAAD არის შესანიშნავი წყარო მეგობრებისა და თანამოაზრეებისთვის
წყარო: teenhealthsource.com