ტრიქომონიაზი

კატეგორია: სგგი

რა არის ტრიქომონიაზი?

  • ტრიქომონიაზი არის სექსუალური გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს პარაზიტი, რომლის ნახვაც მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი;
  • ის შეიძლება აღმოჩნდეს ვაგინაში, შარდსადინარში, საშვილოსნოს ყელში ან წინადაუცვეთელი პენისის კანში.

როგორ ხდება ტრიქომონიაზით ინფიცირება?

  • ტრიქომონიაზი გვხვდება ინფიცირებული ადამიანის სხეულის სითხეებში: სპერმა, ვაგინალური და ანალური გამონადენი;
  • ტრიქომონიაზით დაინფიცირება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი სექსით;
  • ტრიქომონიაზი შეიძლება დაგემართოს ინფიცირებულ ადამიანთან საერთო სექსუალური სათამაშოს გამოყენებით, თუ სათამაშოს არ გაწმენდ ან არ გამოიყენებ ახალ კომდომს ყოველ ჯერზე;
  • ორსულმა შეიძლება ტრიქომონიაზი გადასცეს ნაყოფს ორსულობის ან ფიზიოლოგიური მშობიარობისას;
  • მეტი ინფრომაციისთვის, როგორ ხდება სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემა, იხ. ბმული: სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემის გზები.

როგორ უნდა გაიგო, გაქვს თუ არა ტრიქომონიაზი?

  • ერთადერთი გზა არის ტესტის ჩატარება;
  • ზოგ ადამიანს საერთოდ არ აქვს სიმპტომები და შეიძლება არც იცოდეს, რომ ტრიქომონიაზი აქვს. შეიძლება ტრიქომონიაზი გადასცე სხვა ადამიანს, თუნდაც სიმპტომები არც კი გქონდეს;
  • სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანებს არ აქვთ სიმპტომები. საშვილოსნოს ყელის მქონე ადამიანების უმეტესობას არ აქვთ სიმპტომები ან სიმპტომები შეიძლება აერიოთ შარდის ბუშტის ან ვაგინალურ ინფექციებში.

შესაძლო სიმპტომები

ვაგინა/საშვილოსნოს ყელი:

  • ვაგინალურ გამონადენს ჩვეულებრივზე განსხვავებული სუნი აქვს;
  • ვაგინალურ სექსამდე და მის შემდეგ ტკივილი და სისხლდენა;
  • მტკივნეული ან ხშირი შარდვა;
  • ვაგინის ირგვლივ სიწითლე ან ქავილი.

პენისი:

  • გამონადენი პენისიდან;
  • მტკივნეული შარდვა;
  • პენისის თავზე სიწითლე ან ქავილი.

გახსოვდეს: ტრიქომონიაზის ყველაზე დიდი სიმპტომი სიმპტომების არქონაა.

როგორ უნდა შეამოწმო, გაქვს თუ არა ტრიქომონიაზი?

  • ვაგინის შემთხვევაში, ექიმი ჩაგიტარებს ვაგინალურ შემოწმებას და აიღებს ნაცხს საშვილოსნოს ყელიდან;
  • პაპ-ტესტი არ არის ტრიქომონიაზის ტესტი, ამიტომ უნდა მოითხოვო კონკრეტულად ტრიქომონიაზის ტესტი. არ იფიქრო, რომ ავტომატურად შეგამოწმებენ ტრიქომონიაზზე, თუნდაც თქვა, რომ ყველაფერზე გინდა შემოწმება;
  • პენისის მქონე ადამიანებისთვის ტესტი ყოველთვის არ არის შესაძლებელი, თუმცა, თუ შენს პარტნიორ(ებ)ს დაუსვეს ტრიქომონიაზის დიაგნოზი, შენც ჩაგიტარებენ მკურნალობის კურსს;
  • ორსულმა ადამიანმა შეიძლება ორსულობისას ან ფიზიოლოგიური მშობიარობისას ნაყოფს გადასცეს ტრიქომონიაზი. თუ ორსულად ხარ და ტრიქომონიაზის ტესტი არ ჩაგიტარებია, დაელაპარაკე ექიმს;

რა ხდება, თუ ტრიქომონიაზით ხარ ინფიცირებული?

  • ტრიქომონიაზისგან გათავისუფლება შესაძლებელია მკურნალობით. უნდა მიიღო ყველა მედიკამენტი, თუნდაც მკურნალობის კურსის დასრულებამდე სიმპტომები აღარ გქონდეს;
  • მკურნალობა უნდა ჩაიტაროს შენმა პატნიორ(ებ)მაც. თუ არ ჩაიტარებს, შეიძლება კვლავ გადმოგდოს ტრიქომონიაზი;
  • მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში თავი შეიკავე სექსისგან, რათა პარტნიორ(ებ)ს არ გადასდო ინფექცია;
  • მნიშვნელოვანია, იმკურნალო ტრიქომონიაზზე, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. საკვეცრხეების მქონე ადამიანების შემთხვევაში არსებობს საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზმის, შარდის მილის ინფექციების, უშვილობისა და აივ-ინფექციის რისკი, თუ დაუცველი სექსი გაქვს აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანთან;
  • სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანების შემთხვევაში, ტრიქომონიაზი ზრდის უნაყოფობის რისკს და იწვევს რეპროდუქციული ტრაქტის შესიებას;
  • ორსულობისას ტრიქომონიაზმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა.

როგორ უნდა შეამცირო ტრიქომონიაზის გადაცემის/მიღების რისკი?

  • მიიღე გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. დაელაპარაკე პარტნიორ(ებ)ს სექსუალური გზით გადამდებ ინფექცებსა და უსაფრთხო სექსის საშუალებებზე;
  • გამოიყენე კონდომი ვაგინალური და ანალური სექსის დროს;
  • თუ სექსუალურ სათამაშოს იყენებ, გაწმინდე ან გამოიყენე ახალი კონდომი ყოველ ჯერზე;
  • თუ შენ ან შენს პარტნიორს ახალი პარტნიორი გყავთ, გაესინჯე ტრიქომონიაზსა და სექსუალური გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე. თუ ხშირად გყავს ახალი პარტნიორები, ყოველ 3-6 თვეში ჩაიტარე ტესტი. თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექციის სიმპტომები გაქვს, დაუყოვნებლივ ჩაიტარე ტესტი;
  • თუ ტრიქომონიაზის ტესტზე პასუხი დადებითია, მიჰყევი ექიმის ინსტრუქციებს;

სასარგებლო რჩევები:

  • თუ ტრიქომონიაზის დიაგნოზი დაგისვეს, მნიშვნელოვანია ამის შესახებ შენს პარტნიორებს აცნობო, რომ მათაც ჩაიტარონ ტესტი და იმკურნალონ. თუ პარტნიორი არ გაიკეთებს ტესტს ან არ იმკურნალებს, დიდი შანსია, ხელმეორედ დაგაინფიციროს.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

შენიშნვა: როგორც წესი, სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანები დაბადებისას არიან მამაკაცები, საშვილოსნოს ყელის მქონე ადამიანები კი ითვლებიან ქალებად. სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანები ხშირად არ აიგივებენ თავს კაცებთან, საშვილოსნოს მქონე ადამიანები კი  ქალებთან.

წყარო: teenhealthsource.com