სქესობრივი მომწიფების განრიგი

კატეგორია: ჩემი სხეული

სქესობრივი მომწიფების გზას ყველა თავისი ტემპით გადის. შეიძლება ფიქრობდე, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შენს ასაკში მკერდი არ აქვს ან ვისი ხმაც არ შეცვლილა, თუმცა გარწმუნებთ, რომ მარტო არ ხარ. დროსთან ერთად, შენც, შენი კლასელებიცა და მათი მეგობრებიც გახდებით ზრდასრულები, ყველა თქვენგანი გაივლის სქესობრივი მომწიფების გზას და გადახვალთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

მანამდე შეიძლება რთული იყოს, როცა არ იცი, როდის შეიცვლება შენი სხეული. ცოდნა იმის შესახებ, თუ როდის იწყება და მთავრდება სქესობრივი მომწიფება, შეიძლება ამ პროცესისთვის მომზადებაში დაგეხმაროს.

გახსოვდეს, ყველა განსხვავებულად გადის სქესობრივ მომწიფებას. თუ შესაძლებელია, ეცადე, საკუთარი თავი სხვებს არ შეადარო.

როდის დამეწყება სქესობრივი მომწიფება?

  • ადამიანების უმეტესობა სქესობრივ მომწიფებას 10-14 წლის ასაკში იწყებს, თუმცა ყველას შემთხვევაში ასე არ ხდება. სრულებით ნორმალურია, თუ ეს პროცესი 10 წლამდე ან 14 წლის შემდეგ დაიწყება;
  • ადამიანების უმეტესობა, ვინც გოგოდ დაიბადა, სქესობრივ მომწიფებას იწყებს 8-13 წლის ასაკში;
  • ადამიანების უმეტესობა, ვინც ბიჭად დაიბადა, სქესობრივ მომწიფებას იწყებს 10-15 წლის ასაკში;
  • თუ შეზღუდული შესაძლებლობები გაქვს, სხვებთან შედარებით, შეიძლება სქესობრივად მომწიფება უფრო ადრე ან გვიან დაიწყო.

რამდენი ხანი გრძელდება სქესობრივი მომწიფება?

  • როდესაც სქესობრივი მომწიფება იწყება, შეუძლებელია განსაზღვრა, რამდენი ხანი გაგრძელდება, ან როგორ შეიცვლება შენი სხეული;
  • შეიძლება შენს კლასში შენ ყველაზე ადრე დაიწყო ზრდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი იქნები;
  • ბევრი გოგოდ დაბადებული ადამიანი ასრულებს სქესობრივი მომწიფების პერიოდს 20 წლისთვის. ბევრი ბიჭად დაბადებული კი ამ პერიოდის გავლას უფრო მეტი ხანი უნდება.

რას უნდა ელოდოს გოგოდ დაბადებული ადამიანი?

  • პირველი, რაც ყველა გოგოდ დაბადებულ ადამიანს ემართება, ის არის, რომ მკერდი იწყებს განვითარებას. დროის გარკვეულ მომენტში გექნება პირველი პერიოდიც. პერიოდთან დაკავშირებით კი იხ. ეს სტატია პერიოდი.

რას უნდა ელოდოს ბიჭად დაბადებული ადამიანი?

  • პირველი, რასაც ყველა ბიჭად დაბადებული ადამიანი ამჩნევს, ის არის, რომ აქვთ პირველი ეაკულაცია, ხშირად ძილის ან მასტურბაციის დროს. ეაკულაციასა და სველ სიზმრებთან დაკავშირებთი იხ. აღნიშნული სტატია ეაკულაცია და სველი სიზმრები.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com