სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემის გზები

კატეგორია: სგგი

არსებობს უამრავი მითი სექსუალური გზით გადამდები ინფექციების შესახებ, ამ სტატიაში მოყვანილია ფაქტები.

სანამ ფაქტებზე გადავიდოდეთ, შეამოწმე შენი ცოდნა:

  1. შეიძლება გქონდეს ინფექცია ვინმეს ჩახუტების შემდეგ – არ არის სიმართლე
  2. შეიძლება გქონდეს ინფექცია ტუალეტის გამოყენების შედეგად – არ არის სიმართლე
  3. შეიძლება გქონდეს ინფექცია ისეთ ადამიანთან სექსუალური აქტივობის შედეგად, რომელსაც უკვე აქვს რომელიმე სექსუალური გზით გადამდები ინფეცია – სიმართლეა
  4. შეიძლება გქონდეს ინფექცია ვინმესთვის ხელის ჩამორთმევის შედეგად – არ არის სიმართლე
  5. შეიძლება გქონდეს ინფექცია ვინმესთან სექსუალური სათამაშოს გაზიარების შედეგად – სიმართლეა
  6. კონდომებს შეუძლია დაგიცვას სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან – სიმართლეა
  7. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს შეუძლია დაგიცვას სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან – არ არის სიმართლე
  8. მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოლა დაგიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისან – არ არის სიმართლე

არსებობს რამდენიმე გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემა:

  • სითხეების გაცვლა (ყველაზე გავრცელებული);

ინფექციების უმეტესობა ადამიანის ორგანიზმში ხვდება სითხეების გაცვლის შედეგად, იქნება ეს სპერმა ან/და ვაგიანლური სითხე. ინფექციების გადაცემა შესაძლებელია ორალური სექსის დროსაც, როდესაც ვაგინალური სითხე ან სპერმა ხვდება პირში.

ზოგიერთი ინფექცია, როგორიცაა, მაგალითად, აივ ინფექცია, ა, ბ ჰეპატიტი, ვრცელდება ინფექციის მქონე ადამიანის სისხლის გადაცემისას, როდესაც, მაგალითად, ინფექციის მქონე ადამიანის სისხლი სხვადასხვა გზით ხვდება მეორე ადამიანის ჭრილობაში. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ნემსის გაზიარების დროსაც.

  • კანიდან კანზე გავრცელება;

ჰერპესი, ადამიანის პაპილომა ვირუსი და პარაზიტული ინფექციები ვრცელდება კანიდან კანზე კონტაქტისას, როდესაც შენი პირი ან გენიტალიები ეხება მეორე, ინფექციის მქონე ადამიანის პირს ან გენიტალიებს.

  • არაპირდაპირი გადაცემა (იშვითად გავრცელებული);

ხანდახან სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემა ხდება საერთო სექსუალური სათამაშოს გამოყენებით, თუ გამოყენების შემდეგ სათამაშოს არ გავასუფთავებთ ან ახალ კონდომს არ გამოვიყენებთ სათამაშოს მომდევნო ხმარებისას.

ზოგიერთი, პარაზიტული ინფექციებისთვის დამახასიათებელი პარაზიტი ხანმოკლე პერიოდი ძლებს ადამიანის სხეულს გარეთ, ამიტომ შესაძლებელია მათი გადადება საერთო საწოლის, პირსახოცების ან ტანსაცმლის გამოყენებით.

  • ვერტიკალური გადაცემა;

ორსულ ქალს შეუძლია დაბადებამდე ან მშობიარობის პროცესში ბავშვს გადასცეს სექსუალური გზით გადამდები იფნექცია.

წყარო: teenhealthsource.com