სექს-სათამაშოების შესახებ

კატეგორია: სექსი

სექს-სათამაშოების გამოყენება შეიძლება ერთ-ერთი სახალისო გზა იყოს სექსუალური ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის. მათი გამოყენება შეგიძლია როგორც მარტოს, ისე პარტნიორთან ერთად, მაგრამ არ დაგავიწყდეს – ისინი აუცილებლად სუფთა უნდა იყოს.

ვინ იყენებს სექს-სათამაშოებს?

  • მათი გამოყენება შეუძლია ყველას, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.
  • ადამიანები იყენებენ სექს-სათამაშოებს, როდესაც არიან მარტო, და/ან პარტნიორთან ერთად.
  • ყველა ადამიანს შეუძლია სექს-სათამაშოების გამოყენება, განურჩევლად იმისა, ხარ თუ არა ურთიერთობაში.

რა სახის სექს-სათამაშოები არსებობს და სად ვიყიდო?

სექს-სათამაშოების უამრავი სახეობა არსებობს, გააჩნია შენ როგორი მოგწონს. სამწუხაროდ, საქართველოში სექს-მაღაზია აღარ გვაქვს, ამიტომ ერთადერთი გზა მათ შესაძენად არის ონლაინ გამოწერა. სექს-სათამაშოების ძალიან დიდ არჩევანს შეგიძლია გაეცნო: amazon.com – ზე. თუ იმაზე ნერვიულობ, რომ შეიძლება გამჭირვალე პარკით გამოგიგზავნონ და გადამზიდმა კომპანიამ გაიგოს რას ყიდულობ, ან ამანათის გამოტანისას ჩავარდე უხერხულ მდგომარეობაში, გახსოვდეს, რომ ამაზონი გზავნილებს ყუთით აგზავნის და საქართველოში ჩამოტანისას მიანიშნე, რომ გახსნა არ გსურს.

როგორ შევარჩიო სათამაშო?

გაითვალისწინე, რომ კარგი იქნება, თუ სათამაშოს არ ექნება ბასრი გვერდები, ან პატარა ზომის ნახვრეტები. სექს-სათამაშო უნდა იყოს კომფორტული ზომის და ადვილად გარეცხვადი, რბილი ზედაპირით.

სხვადასხვა სახის სექს-სათამაშო შეგიძლია ჩვენ გვერდზეც დაათვალიერო: Sex Toys.

რამდენად უსაფრთხოა სექს-სათამაშოების გამოყენება?

თუ სექს-სათამაშოს პარტნიორთან ერთად იყენებ, მაშინ არსებობს სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი, ამიტომ გახსოვდეს, რომ აუცილებელია სექს-სათამაშოებთან ერთად კონდომის გამოყენებაც, ან მათი ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხვა.

სათამაშოების უმეტესობა წყალ-გამძლეა, თუმცა სანამ გარეცხავ, აუცილებლად გადაიკითხე გამოყენების ინსტრუქცია.

არსებობს დაორსულების რისკი სექს-სათამაშოების გამოყენებისას?

ორსულობის საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ჯერ შეეხო სპერმას და შემდეგ მოხვდა ვაგინასთან ახლოს.

წყარო: teenhealthsource.com