საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გაგება

კატეგორია: სოგი

სექსუალური და გენდერული იდენტობების უამრავი სახე არსებობს. რთულია, გაიგო, რომელი ხარ შენ, განსაკუთრებით, თუ არ ხარ დარწმუნებული, ვინ გიზიდავს ან ფიქრობ, რომ შენი გენდერი და სქესი არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს შეიძლება რთული და არაკომფორტული იყოს, როდესაც მოზარდი ხარ და შენი სხეული იზრდება და იცვლება.

შეიძლება უკვე იცოდე და თავს კომფორტულად გრძნობდე საკუთარ სექსუალურ და გენდერულ იდენტობასთან ან, როგორც ადამიანების უმრავლესობა, დარწმუნებული არ იყო.

არ ვარ დარწმუნებული ჩემს სექსუალურ ან გენდერულ იდენტობაში!

  • უამრავი ადამიანი არ არის დარწმუნებული საკუთარ გენდერულ თუ სექსუალურ იდენტობაში;
  • უამრავ ადამიანს დრო სჭირდება და მოზარდობის წლებში შეიძლება სხვადასხვა სექსუალური და გენდერული იდენტობები მოირგოს. ეს შეიძლება მთელი ცხოვრებაც გაგრძელდეს.

ვფიქრობ, ჩემი სექსუალური ან გენდერული იდენტობა ის არ არის, რაც ხალხს ჰგონია. ხომ არაუშავს?

  • დიახ, არა უშავს! ყველა ჩვენგანი განსხვავებულია სხვადასხვაგვარად, მათ შორის სექსუალური და გენდერული იდენტობითაც;
  • საკუთარ გენდერულ იდენტობაზე ისეთი სექსუალური გატაცებებისა და შეგრძნებების ქონა, რაც განსხვავდება იმისგან, რასაც ტელევიზორში, ფილმებში ან წიგნებში ხედავ, არ ნიშნავს, რომ რამე გჭირს. ეს ნიშნავს, რომ ფიქრობ საკუთარ სექსუალობასა და გენდერზე და ცდილობ, გაიგო, რა არის შენთვის კარგი.

ჩემივე სქესის ადამიანებზე ვფიქრობ. ნიშნავს ეს, რომ ლესბოსელი ან ბისექსუალი ვარ?

  • სულაც არა. შენი სექსუალური ფანტაზიები არის კარგი გზა, უსაფრთხოდ შეამოწმო საკუთარი შეგრძნებები და სურვილები, საკუთარი წარმოსახვის მიხედვით. ეს ფანტაზიები გეხმარება, მეტი ისწავლო საკუთარ თავზე და საკუთარი სექსუალობის შეცნობით დაეხმარო საკუთარ თავს;
  • ხანდახან ფანტაზიები მხოლოდ ფანტაზიებია. თუ სექსუალური ფანტაზიები გაქვს შენივე სქესის ადამიანებზე, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაინტერესებს და განიხილავ შესაძლებლობებს.

სხვა გენდერად ყოფნაზე ვფიქრობ. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ვარ?

  • ფანტაზიები საკუთარი იდენტობისა და გენდერული შეგრძნებების შეცნობის უსაფრთხო გზაა. ისინი გეხმარება, მეტი გაიგო საკუთარ თავსა და გენდერულ იდენტობაზე;
  • ხანდახან ფანტაზიები მხოლოდ ფანტაზიებია. თუ წარმოიდგენ, რომ სხვა გენდერის ადამიანი ხარ, ეს შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ ცნობისმოყვარე ხარ და შესაძლებლობებს განიხილავ.

როგორ გავიგო ჩემი სექსუალური იდენტობა?

  • ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია განსაზღვროს შენი სექსუალური იდენტობა, შენ ხარ;
  • გულწრფელობით შეძლებ, უკეთ გაიგო, რომელი სექსუალური იდენტობა შეგეფერება;
  • ეს არის კითხვები, რაც შეგიძლია საკუთარ თავს დაუსვა:
  • რა მიზიდავს სხვა ადამიანებში?
  • რაზე და ვისზე კონცენტრირდება ჩემი სექსუალური ფანტაზიები?
  • როგორი ტიპის სხეულები, ქმედებები და პორნო/ერტიკა აღმაგზნებს და რატომ?
  • ჩემივე სქესის წარმომადგენელთან სექსი რომ მქონდეს, მომეწონებოდა და კიდევ გავიმეორებდი?

სასარგებლო რჩევა

სექსუალური იდენტობა და სექსუალური ქცევა განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება ჰეტეროსექსუალი იყო, თუმცა მაინც გიზიდავდეს შენივე სქესის/გენდერის ადამიანები. შეიძლება გეი ან ლესბოსელი იყო და მაინც გიზიდავდეს ან სექსი გქონდეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან.

როგორ გავიგო ჩემი გენდერული იდენტობაა?

  • ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია განსაზღვროს შენი გენდერული იდენტობა, შენ ხარ;
  • გულწრფელობით შეძლებ, უკეთ გაიგო, რომელი გენდერული იდენტობა შეგეფერება;
  • ეს არის კითხვები, რაც შეგიძლია საკუთარ თავს დაუსვა:
  • რომელ გენდერში გამოვხატავ ჩემ თავს ყველაზე კომფორტულად?
  • კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემს ბიოლოგიურ სქესთან?
  • თავს კომფორტულად (თუ არაკომფორტულად) ვგრძნობ ჩემს სქესობრივ სასქესო ორგანოებთან (მაგ. მაქვს მკერდი, თუმცა ვინატრებდი, არ მქონოდა)?
  • ვინატრებდი სხეულის იმ ნაწილების ქონას, რაც არ მაქვს?

საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის უკეთ გასაგებად იხ. შემდეგი ბმული: გენდერი და სექსუალობა.

წყარო: teenhealthsource.com