საკუთარ თავზე ზრუნვა

კატეგორია: ძალადობა

საკუთარ თავზე ზრუნვა გულისხმობს ზომების მიღებას, თავს ჯანმრთელად და კომფორტულად გრძნობდე. მიუხედავად იმისა, წლების წინ მოხდა თუ ახლახან, საკუთარ თავზე ზრუნვა შეიძლება დაგეხმაროს, გაუმკლავდე ისეთი ტრავმებისგან მიღებულ მოკლე და გრძელვადიან გავლენებს, როგორიცაა სექსუალური შევიწროვება.

ფიზიკური ზრუნვა

ტრავმის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ფიზიკურად ჯანმრთელი და ძლიერი იყო. შეიძლება ჭრილობებისგან იკურნებოდე ან ემოციურად გამოფიტული იყო. კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა შეიძლება დაგეხმაროს, გაუძლო ამ პერიოდს. იფიქრე იმ დროზე, როცა თავს ფიზიკურად კარგად გრძნობდი და ჰკითხე საკუთარ თავს:

  • როგორ გეძინა? ხომ არ გქონდა ძილის რიტუალი, როცა უკეთ ისვენებდი?
  • რა ტიპის საკვებს იღებდი? რა საკვები გხდიდა ჯანმრთელს და ძლიერს?
  • რა სახის ვარჯიშები მოგწონდა? ხომ არ გქონდა აქტივობები, რომლებიც თავს უფრო ენერგიულად გაგრძნობინებდა?
  • ხომ არ გქონდა კონკრეტული რუტინა? ხომ არ გქონდა აქტივობები, რომლითაც იწყებდი ან ასრულებდი დღეს?

ემოციური ზრუნვა

ემოციური ზრუნვა სხვადასხვა რამეს ნიშნავს სხვადასხვა ადამიანისთვის. მთავარი ემოციური ზრუნვის დროს არის სულიერ თანხმობაში ყოფნა საკუთარ თავთან. გაიხსენე დრო, როცა დაბალანსებული და მშვიდი იყავი, ჰკითხე საკუთარ თავს:

  • რა სახის გასართობი და დასვენება მოგწონდა? ღონისძიებები მოგწონდა თუ სადმე გასვლა?
  • იწერდი საკუთარ ფიქრებს დღიურში ან პირად ჩანაწერებში?
  • იყო მედიტაცია და რელაქსაცია შენი ცხოვრების ნაწილი?
  • რა შთამაგონებელ ფრაზებს კითხულობდი? გყავდა კონკრეტული ავტორი ან საყვარელი ვებ-გვერდი?
  • ვისთან ერთად ატარებდი დროს? იყო ვინმე, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდი?
  • სად ატარებდი დროს? გქონდა განსაკუთრებული ადგილი გარეთ ან მეგობრის სახლში, სადაც თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობდი?

საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის ადვილი, დაელაპარაკე მეგობარს ან ოჯახის წევრს, რომელიც ყურადღებით მოგსიმენს და დაგეხმარება, ასევე შეგიძლია მიმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უმეტესად უფასოდ აქვთ ფსიქოლოგის მომსახურება.

წყარო: www.rainn.org