როგორ ხდება ორსულობა?

კატეგორია: ორსულობა

ორსულობა ერთდროულად მარტივიცაა და ძალიან რთულიც. გიფიქრია ოდესმე, ზუსტად როგორ ხდება ფეხმძიმობა? თუ ასეა, აქ მოყვანილი ინფორმაცია უნდა გამოგადგეს.

  • სანამ ფეხმძიმობა დაიწყება, ორი მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს: ოვულაციის დროს უნდა მომწიფდეს კვერცხუჯრედი; მომწიფებული კვერცხუჯრედი უნდა გაანაყოფიეროს სპერმამ;
  • სამედიცინო თვალსაზრისით, ფეხმძიმობა იწყება, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ეკვრის საშვილოსნოს კედელს.

ფეხმძიმობის სამი ეტაპი

  1. ოვულაცია: საკვერცხე გამოყოფს კვერცხუჯრედს

მენსტრუალურ ციკლთან (პერიოდთან) დაკავშირებული ჰორმონები საკვერცხეებში მყოფი კვერცხუჯრედების მომწიფებას განაპირობებს. ყოველ 28/31 დღეში საკვერცხიდან ერთი მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოიყოფა. ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება. როგორც კი კვერცხუჯრედი გამოიყოფა, ის გადადის ფალოპის მილში, სადაც 24 საათის განმავლობაში რჩება. თუ კვერცხუჯრედი ამ დროის განმავლობაში არ განაყოფიერდა, ის იშლება და 2 კვირაში იწყება მენსტრუალური ციკლი (პერიოდი).

  1. განაყოფიერება: სპერმა ხვდება კვერცხუჯრედს

მომწიფებული კვერცხუჯრედი ნაყოფირდება მას შემდეგ, რაც სპერმას ხვდება. როგორც წესი, ეს ხდება მას შემდეგ, რაც პენისი სითხეს გამოყოფს ვაგინაში. პენისიდან გამოყოფილი სითხე შეიცავს სპერმას, რომელიც მოძრაობს ვაგინაში საშვილოსნოს ყელისა და საშოს გავლით ფალოპის მილებამდე. სპერმას შეუძლია გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი, რომელიც 24 საათზე ნაკლები ხნისაა.

განაყოფიერება ხანდახან (თუმცა იშვიათად) ხდება, როდესაც სითხე გამოიყოფა გარეთ, თუმცა ვაგინის შესასვლელთან ახლოს. ტექნოლოგიების გამოყენებითაც შეიძლება კვერცხუჯრედის განაყოფიერება, სითხის ქალის ორგანიზმში შეშვების (ხელოვნური ინსემინაცია) ან კვერცხუჯრედის სხეულს გარეთ განაყოფიერებისა და შემდეგ ქალის საშოში მოთავსების გზით.

  1. იმპლანტაცია: განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ეკვრის საშვილოსნოს კედელს და იწყება ფეხმძიმობა

როგორც წესი, სპერმა კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს ჯერ კიდევ ფალოპის მილში. განაყოფილერებული კვერცხუჯრედი შემდეგ ფალოპის მილიდან გადადის საშვილოსნოში, რასაც 1-2 დღე შეიძლება დასჭირდეს. როდესაც კვერცხუჯრედი აღწევს საშვილოსნომდე, ის ეკრობა საშვილოსნოს კედელს და იწყება ფეხმძიმობა. ბევრი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არასდროს არ ეკვრის კედელს და მომდევნო პერიოდის დროს გამოიდევნება ორგანიზმიდან.

როგორ გავიგო, როდის იწყება ოვულაცია?

  • საუკეთესო გზა, გაიგო, როდის ხდება ოვულაცია, არის ფერტილობის კონტროლის მეთოდი (fertility awareness method – FAM). თუ ამ მეთოდს არ იყენებ, ძნელი სათქმელია, როდის გაქვს ოვულაცია; ფერტილობას შეგიძლია მიადევნო თვალი აპლიკაციებისა და ოვულაციის ტესტების მეშვეობით;
  • ოვულაცია ყველასთვის განსხვავებულია და შეიძლება შეიცვალოს ცილკიდან ციკლამდე, განსაკუთრებით მოზარდობისას, როდესაც ორგანიზმი ჯერ კიდევ ვითარდება.

სასარგებლო რჩევა

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედი გამოყოფიდან 24 საათის განმავლობაშია ნაყოფიერი, სხეულში მოხვედრილი სპერმა სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 5 დღის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გქონდეს სექსი, არ გქონდეს ოვულაცია, მაგრამ მაინც დაფეხმძიმდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორშაბათს გამოყოფილმა სპერმამ შეიძლება გაანაყოფიეროს პარასკევს გამოყოფილი კვერცხუჯრედი.

შეიძლება ციკლის რომელიმე პერიოდში არ დავფეხმძიმდე?

  • არა. არსებობს პერიოდები, რომდესაც დაფეხმძიმების შანსი მცირეა, მაგალითად მენსტრუაციის განმავლობაში.

როგორ ავიცილო თავიდან ფეხმძიმობა?

  • თუ არ გინდა, დაფეხმძიმდე, შეგიძლია კონტრაცეფციას მიმართო;
  • კონტრაცეფციის მეთოდებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილო ჩვენი საიტის კონტრაცეფციის განყოფილებაში.
წყარო: teenhealthsource.com