როგორ დავიცვა საკუთარი თავი და პარტნიორი?

კატეგორია: სგგი

არსებობს ბევრი გზა, როგორ უნდა აიცილო თავიდან სექსუალური გზით გადამდები ინფექციები. საკვანძო სიტყვა აქ არის თავდაცვა.

სტატიაში ჩამოთვლილია რამდენიმე გზა, როგორ შეგიძლია დაიცვა საკუთარი თავი და პარტნიორი სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან:

  • ჰკითხე შენს პარტნიორს სექსუალური გზით გადამდები ინფექციების შესახებ, გაუკეთებია თუ არა ანალიზები? შენ თავადაც გაიკეთე ანალიზები, რათა იცოდე შენი მდგომარეობა. თუ ხშირად გყავს ახალი პარტნიორი, კარგი იქნება, თუ ანალიზებს 3-6 თვეში ერთხელ გაიკეთებ;
  • გამოიყენე კონდომი, როდესაც გაქვს ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსი. კონდომთან ერთად ლუბრიკანტის გამოყენება ზრდის სიამოვნების შეგრძნებას და ამცირებს კონდომის გახევის შანსს. გახსოვდეს, რომ მამაკაცის კონდომთან მხოლოდ წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი უნდა გამოიყენო;
  • გამოიყენე კონდომი, როდესაც სექსუალურ სათამაშოს ახალ პარტნიორს უზიარებ;
  • გაწმინდე სექსუალური სათამაშო ყოველი გამოყენების შემდეგ, ამისთვის შეგიძლია გამოიყენო ცხელი წყალი და საპონი. შეგიძლია გამოიყენო კონდომი სექსუალური სათამაშოს ყოველი მოხმარებისას;
  • გამოიყენე ხელთათმანები თითით ვაგინალური ან ანალური სექსის დროს;
  • გამოიყენე კონდომი ორალური სექსის დროსაც. სცადე სხვადასხვა სუნისა და გემოს კონდომები;
  • კონდომების, ხელთათმანების გამოყენება ნამდვილად დაგეხმარება, მნიშვნელოვნად შეამცირო სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადადების შანსი. ამასთან ერთად, შეგიძლია:
  • არ მოახდინო ეაკულაცია ვაგინაში;
  • თავი შეიკავო სექსისგან მენსტრუაციის პერიოდში;
  • უხეშად არ გაიხეხო კბილები ორალური სექსის წინ, ვინაიდან უხეშმა გახეხვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ღრძილებიდან, რაც ზრდის ინფექციების გადადების შანსს;
  • თავი შეიკავე სექსისგან, როდესაც მთვრალი ან რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ხარ.

კონდომების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გადახედე ჩვენი კონტრაცეფციის განყოფილებას.

გახსოვდეს, როდესაც საქმე სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებს ეხება, მთავარია ინფორმაცია და ცოდნა:

  • უმეტესად შეუძლებელია მიხვდე, ადამიანს აქვს თუ არა სექსუალური გზით გადამდები იფნექცია, სანამ მასთან სექსი არ გექნება. ამიტომ კარგი იქნება, თუ სექსუალურ აქტივობამდე დაელაპარაკები შენს პარტიონს და, საჭიროების შემთხვევაში, ორივე გაიკეთებთ ანალიზს;
  • გახსოვდეს, რომ ინფექციებისგან დაზღვეული არავინ არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სერიოზული ურთიერთობა გაქვს პარტნიორთან, ინფექციების არსებობა/არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება აუცილებელია. ამისათვის კი საუკეთესო გზა პარტნიორთან კომუნიკაცია და შემდეგ უკვე ანალიზების ჩატარებაა;
  • დაელაპარაკე შენს ექიმს ანალიზების შესახებ და მიიღე მისგან კონსულტაცია, რამდენად ხშირად და რომელ ინფექციებზე გჭირდება ანალიზები. ინფექციების არსებობის შემთხვევაში კი, მიჰყევი ექიმის ინსტრუქციას.
წყარო: teenhealthsource.com