რა არის ძალადობა?

კატეგორია: ძალადობა

ოჯახური ძალადობა, რომელსაც პარტნიორთა შორის ძალადობასაც უწოდებენ, არის ქცევების ერთობლივობა, რომელსაც ერთი პარტნიორი იმისათვის იყენებს, რომ ძალაუფლებისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მეორე პარტნიორი.

გაითვალისწინე, რომ ეს არის ძალადობის ერთ-ერთი საუკეთესო განსაზღვრება და ეცადე, არ დაუჯერო იმ მითებს, რომელიც საზოგადოებაშია გავრცელებული ოჯახურ ძალადობაზე. ძალადობის მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტნიორის სურვილი, ძლაუფლებისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მეორე პარტნიორი!

ძალადობა არ ახდენს არავის დისკრიმინაციას, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა! ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი რასის, სოციო-ეკონომიკური წრის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, გენდერული იდენტობისა თუ რელიგიის წარმომადგენელი. ძალადობა შეიძლება ხდებოდეს ნებისმიერ წყვილს შორის, ვინც დაქორწინებულია, ერთად ცხოვრობს ან, უბრალოდ, ხვდება ერთმანეთს.

ოჯახური/პარტნიორთა შორის ძალადობა მოიცავს ქცევათა ძალიან ფართო სპექტრს, რომელშიც შედის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქო-ემოციური და ეკონომიკური ძალადობა.

ხშირად იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ძალადობა, ვიყენებთ ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორი საქციელი შეიძლება იყოს ძალადობა.

ძალაუფლებისა და კონტროლის ბორბალის სანახავად, იხ. სტატია: ძალაუფლებისა და კონტორლის ბორბალი.

წყარო: http://www.thehotline.org/