პერიოდი

კატეგორია: ჩემი სხეული

მეწამული ტალღა, საფენებზე ყოფნა, თვის ის დრო… რა ჟარგონებსაც არ უნდა იყენებდე, პერიოდი სქესობრივი მომწიფების განუყოფელი ნაწილია. მენსტრუაციასთან დაკავშირებით კითხვები გაქვს? ამ სტატიაში უამრავ სასარგებლო ინფორმაციას წაიკითხავ.

როდის მექნება პირველი პერიოდი?

  • ადამიანების უმრავლესობას, ვისაც საშვილოსნო/ვაგინა აქვს, 12-13 წლის ასაკში ეწყება მენსტრუაცია. ზოგს უფრო ადრე ეწყება, ზოგს – უფრო გვიან.

სასარგებლო რჩევა:

შეიძლება დაფეხმძიმდე მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ამიტომ არ იფიქრო, რახან პერიოდი არ გაქვს, არ დაფეხმძიმდები.

რამდენად ხშირად მექნება პერიოდი?

  • საშუალო პერიოდი არის 28 დღე, თუმცა შეიძლება უფრო ხშირად ან იშვიათად გქონდეს. გოგონების უმეტესობისთვის ეს პერიოდი 21-25 დღეს შორის მერყეობს;
  • თუ მენსტრუაცია ახალი დაწყებულია, შეიძლება დიდი ხანი დასჭირდეს, რომ რეგულარული გახდეს;
  • არ ინერიულო, თუ პერიოდი დაგეწყება, მაგრამ შემდეგ ცოტა ხნით გაუჩინარდება. თუ იქამდე დაუცველი ვაგინალური სექსი გქონდა, შეიძლება ფეხმძიმედ იყო.

რა ხდება პერიოდის დროს?

  • ყოველ 28 დღეში ერთხელ შენი საშვილოსნოს კედელი (რომელსაც ენდომეტრიუმსაც უწოდებენ) ისე ეწყობა, რომ ემზადება ფეხმძიმობისთვის. თუ არ დაფეხმძიმდები, ეს კედელი აღარ არის საჭირო, ამიტომ შენი სხეული გამოდევნის მას ვაგინიდან;
  • ვაგინიდან გამოსული სითხე შეიძლება სისხლი გეგონოს, მაგრამ ეს მხოლოდ საშვილოსნოს ჩამონაშალია. ეს სითხე შეიძლება იყოს წითელი, მოწითალო ყავისფერი ან მუქი ყავისფერი.

რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს პერიოდი?

  • სისხლდენა, როგორც წესი, 3-7 დღე გრძელდება;
  • ზოგჯერ პერიოდი შეიძლება მძიმე იყოს, ზოგჯერ – საკმაოდ მსუბუქიც.

რა უნდა ვქნა პერიოდთან დაკავშირებით?

  • პერიოდის დროს, შეგიძლია გამოიყენო ჰიგიენური საფენები, ტამპონები ან მენსტრუალური ჭიქა, რომელიც შეიწოვს შენს მენსტრუალურ სითხეს;
  • ამ საშუალებების ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში ან მაღაზიაში შეგიძლია. შეიძლება შენს სკოლაშიც შეგეძლოს მათი მიღება. ზოგი ადამიანი თავად ამზადებს საფენებს!
  • უნდა შეგეძლოს ჩვეული საქმიანობა შეფერხებების გარეშე, თუმცა, თუ მუცლის ან ზურგის ტკივილი გაწუხებს, ცოტა ხანი შეისვენე. მოუსმინე საკუთარ სხეულს;
  • თუ ფიქრობ, რომ მეტისმეტი სისხლდენა გაქვს, დაელაპარაკე ექიმს.

დამეხმარეთ! პერიოდის დროს თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ! რა გავაკეთო?

  • სრულებით ნორმალურია, თუ მუცლის ან ზურგის ტკივილს გრძნობ პერიოდის დაწყებამდე და მის შემდეგ. ზოგ ადამიანს თავიც სტკივა;
  • შეიძლება ვარჯიში, ცხელი აბაზანა და სათბილებლების გამოყენებამ ტკივილი შეგიმსუბუქოს. დაელაპარაკე ექიმს ტკივილგამაყუჩებლის დანიშვნაზეც;
  • თუ ტკივილისგან გული მიგდის ან ზედმეტად აუტანელია, დაელაპარაკე ექიმს.

გავიგე, შესაძლებელია პერიოდის კონტროლი ან საერთოდ შეწყვეტა. მართალია?

  • ჩასახვის საწინააღმდეგო ისეთი ჰორმონალური საშუალებები, როგორიცაა აბები, საკრობი ან ბეჭედი, დაგეხმარება, აკონტროლო, როდის დაგეწყოს პერიოდი და რამდენი სისხლდენა გქონდეს;
  • ეს მეთოდები დაგეხმარება, გამოტოვო პერიოდი სამთვიანი გამოყენების შემდეგ. მეტი ინფორმაციის მისაღებად დაელაპრაკე შენს ექიმს;
  • ზოგ ადამიანს, ვინც ინექციებს ან ჰორმონალურ სპირალს იყენებს, პერიოდი უფრო იშვიათად ან საერთოდ აღარ აქვს.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად, ტრანსგენდერები) არ იყენებს ამ ტერმინებს საკუთარ სხეულზე საუბრისას. ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინები, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com