მოკლედ სექსუალობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ

კატეგორია: სოგი

სექსუალური გრძნობები და მიზიდულობა შეიძლება ხანდახან დამაბნეველი იყოს. თუ ცდილობ, გაერკვე, ვინ გიზიდავს – ქალი, კაცი, ორივე თუ სხვა ადამიანები – უნდა გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ. ამის გაგება უფრო რთული ხდება, როდესაც ჩვენ გარშემო ყველა ავტომატურად ფიქრობს, რომ ყველა ჰეტეროსექსუალია: კაცს იზიდავს ქალი, ქალს კი – კაცი.

რა არის სექსუალობა?

ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სულიერი და ემოციური განცდებისა და ქცევების ერთობლიობა, რაც დაკავშირებულია სექსუალური ლტოლვის გამოვლენასა და დაკმაყოფილებასთან, წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის თანდაყოლილ მოთხოვნასა და ფუნქციას. ადამიანი იბადება გარკვეული (სექსუალური) პოტენციალით, რომელიც შემდეგ ფორმირდება ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე. მოიცავს სქესს, გენდერულ იდენტობას და როლს, სექსუალურ ორიენტაციას, ეროტიულობას, სიამოვნებას, ინტიმურობასა და რეპროდუქციას.

უფრო მარტივი სიტყვებით კი, სექსუალობა არის შენი თვითგამოხატვის გზა, როგორ გრძნობ თავს სექსისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც გიზიდავს. ადამიანების გენდერი, ვისთანაც სექსუალურ აქტივობას ისურვები, შენი სექსუალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, ბიჭები, ვისაც ბიჭებიც მოსწონს, ხშირად საკუთარ თავს გეის უწოდებენ. გოგონები, რომლებსაც გოგონები მოსწონთ, ხშირად საკუთარ თავს ლესბოსელს უწოდებენ. ადამიანი, ვისაც გოგონებიცა და ბიჭებიც ერთნაირად იზიდავს, საკუთარ თავს ხშირად ბისექსუალს უწოდებს. შესაძლებელია სხვა ტერმინებისა და სიტყვებიც გამოყენებაც.

შენ, რა თქმა უნდა, არ ხარ ვალდებული, შენი თავი რომელიმე კატეგორიას მიაკუთვნო. როდესაც ზოგი ადამიანი თავს გეის უწოდებს, ისინი კომფორტულად გრძნობენ ამ კატეგორიაში თავს, ესაა მათი გრძნობების გამოხატულება და მათი დამოკიდებულება. თუმცა ეს არ ნიშავს, რომ შენც ვალდებული ხარ, ასე მოიქცე. ვინაიდან სექსუალობა პირადი და ინდივიდუალური საკითხია, ყველა ადამიანი განსხვავებულად უდგება მას, ამიტომ გახსოვდეს, რომ მთავარია, შენ როგორ გრძნობ თავს კომფორტულად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კატეგორიაში. შეიძლება ზოგიერთი ადამიანივით საერთოდ არ გსურდეს შენი თავის რომელიმე კატეგორიისთვის მიკუთვნება.

შენ შეიძლება არ იყო დარწმუნებული საკუთარ სექსუალობაში!

ზოგიერთი ადამიანი ნერვიულობს, თუ ჯერ არ არის დარწმუნებული თავის გრძნობებში, ვინ მოსწონს ან ვის მიმართ განიცდის სექსუალურ ლტოლვას. თუ შენ ჯერ არ გქონია სექსუალური აქტივობის გამოცდილება, მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება ისეთ ადამიანთან მიიღო, ვინც მიგიზიდავს, ვისთანაც სექსუალური აქტივობის სურვილი გაგიჩნდება და ასე აღმოაჩინო, ვინ მოგწონს და გიზიდავს. ისიც უნდა გახსოვდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენი პარტნიორის გენდერს, სექსუალური აქტივობა ყოველთვის საჭიროებს კონტრაცეფციას (მაგალითად კონდომს). დარწმუნდი, რომ შენც და შენი პარტნიორიც ერთ აზრზე ხართ როგორც სექსუალური აქტივობის, ისე კონტრაცეფციის მეთოდის შესახებ.

თუ გადაწყვიტე, რომ ბიჭები ან/და გოგოები მოგწონს?

თუ უკვე დარწმუნებული ხარ საკუთარ სექსუალობაში, ალბათ, ფიქრობ, დროა, სხვებსაც გაუზიარო შენი გრძნობები და დამოკიდებულებები. თუმცა ის, რომ შენ გადაწყვიტე შენი სექსუალობის შესახებ სხვებს მოუყვე, არ გავალდებულებს, ეს ყველასთან გააკეთო.

წყარო: teenhealthsource.com