კონდომები და ლუბრიკანტები

კატეგორია: კონტრაცეფცია

კონდომები და ლუბრიკანტები გვეხმარება, თავი დავიცვათ როგორც არასასურველი ორსულობისგან, ისე სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან.

აღმოაჩინე, როგორ გამოიყენო ისინი მუდმივად და სწორად!

რა არის კონდომი?

კონდომი არის მცირე ზომის ნივთი, რომელიც თავსდება მამაკაცის პენისზე (მამაკაცის კონდომი) ან ქალის ვაგინაში (ქალის კონდომი) სექსუალური აქტივობის დროს.

როგორ მუშაობს?

სითხეებს, როგორიცაა სპერმა, ვაგინალური სითხე, ნერწყვი, შეუძლიათ სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემა. კონდომი ქმნის ერთგვარ ბარიერს სითხეებსა და ადამიანის სხეულის სხვადასხვა  ნაწილებს შორის, როგორიცაა: ვაგინა, ანუსი, პენისი და პირი. პირის შემთხვევაში, აივ ინფექციის გადადება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ღია ჭრილობა და ან სისხლდენა ღრძილებიდან.

როდის უნდა გამოვიყენო?

  • ნებისმიერი სახის პენეტრაციული სექსუალური აქტივობის წინ;
  • ვაგინალური, ანალური, ორალური სექსუალური აქტის დროს;
  • ყოველი სექსუალური აქტის დროს;
  • ვიბრატორის ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალური სათამაშოს გამოყენებისას, რომელსაც თქვენი პარტნიორიც იყენებს.

კონდომის სახეობები

ძირითადად, კონდომი ორი სახისაა:

  1. მამაკაცის კონდომი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის მამაკაცის პენისს და ყველაზე ხშირად გამოიყენება;
  2. ქალის კონდომი უფრო განიერია და თავსდება ვაგინაში.

სასურველია, კონდომი გამოიყენოთ ორალური სექსის დროსაც. მეტი კომფორტისთვის, სცადეთ სხვადასხვა სურნელისა და გემოს მქონე კონდომები!

არსებობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის კონდომები. ზოგიერთ კონდომს დამატებით მოყვება არაერთგვაროვანი სტრუქტურა, რომელიც ზრდის სიამოვნების შეგრძნებას ორივე პარტნიორისთვის. მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ კონდომის ზომა. შეგიძლიათ ორალური სექსის დროს გამოიყენოთ სხვადასხვა სურნელისა და გემოს მქონე კონდომები, რაც საშუალებას მოგცემთ, მეტი სიამოვნება მიიღოთ.

ლუბრიკანტის გამოყენება

ლუბრიკანტი არის წყალზე, სოლიკონზე ან ზეთზე დამზადებული მასალა. კონდომთან ერთად გამოიყენეთ მხოლოდ წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი, რათა თავიდან აიცილოთ კონდომის გახევა!

გამოიყენეთ მეტი ლუბრიკანტი, რათა:

  • უფრო კომფორტულად გამოიყენოთ კონდომი;
  • თავიდან აიცილოთ კონდომის გახევა;
  • ლუბრიკანტი შეგიძლიათ წაუსვათ როგორც კონდომს, ისე ვაგინისა და ანუსის შიგნით და გარშემო;
  • ლუბრიკანტებიც არსებობს სხვადასხვა სახის, სუნისა თუ ფერის!

ლუბრიკანტები და კონდომები ხელმისაწვდომია:

  • თქვენი ექიმის კაბინეტში;
  • მაღაზიებსა და აფთიაქებში;
  • სხვადასხვა ორგანიზაციებში;
  • ონლაინ მაღაზიებში.

თუ სექსის დროს კონდომი გაიხა ან დაზიანდა:

  • შეწყვიტეთ აქტი და გამოიყენეთ ახალი კონდომი;
  • თუ კონტრაცეფციის სხვა მეთოდს არ იყენებთ, სასურველია, მიმართოთ ექიმს და მიიღოთ გადაუდებელი კონტრაცეფცია (აბი, რომელიც ხელს უშლის დაორსულებას).

დაიმახსოვრე:

  • სასურველია, სექსუალურ აქტამდე ორივე პარტნიორმა ჩაიტაროს ტესტი აივ ინფექციაზე;
  • თუ ლატექსზე ალერგია გაქვთ, არსებობს სხვა მასალაზე დამზადებული კონდომებიც;
  • კონდომის მუდმივი გამოყენება კონტრაცეფციის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეთოდია, რომელიც გიცავთ აივ და სექსუალური გზით გადამდები სსხვა ინფექციებისგანაც;
  • კონდომის გამოყენება აუცილებელია ყოველი ახალი სექსუალური აქტის დროს;
  • ყოველთვის გამოიყენე წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი;

იცოდე შენი უფლებები!

  • უფლება გაქვს, მოითხოვო კონდომის გამოყენება ყოველი სექსუალური აქტის დროს;
  • უფლება გაქვს, უარი თქვა კონდომის გარეშე სექსზე.
წყარო: avert.org