კალენდარული კონტრაცეფციის მეთოდი

კატეგორია: კონტრაცეფცია

კალენდარული კონტრაცეფციის მეთოდი ითვალისწინებს მენსტრუალურ ციკლში დღეების გამოთვლას, როდის ხარ ფერტილური, ანუ როდის არის საუკეთესო დრო ორსულობისთვის და ამ დროს სექსუალური აქტივობისგან თავის შეკავებას. უფრო ზუსტად კი, უნდა მოხდეს მენსტრუალური ციკლის დათვლა, თუ ის არის 26-31 (ეს ნიშნავს შენ გაქვს მენსტრუაცია ყოველ 26 -31 დღეში) დღე, მაშინ ხდება 8-19 დღე ვაგინალური სექსუალური აქტისგან თავის შეკავება. თუ შენი ციკლი 26-31 დღეზე ნაკლები ან მეტია, მაშინ ეს მეთოდი არ გამოგადგება.

კალენდარული მეთოდი საკმაოდ პოპულარულია ზოგიერთ ქვეყნაში, თუმცა ის არ მუშაობს ისე კარგად, როგორც კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.

ეს მეთოდი კარგად მუშაობს, თუ შენ გყავს ერთი სექსუალური პარტნიორი და ორივე თქვენგანი ძალიან მონდომებულები ხართ. ამ მეთოდის გამოყენებისას ხდება ასევე ბაზალური ტემპერატურის გაზომვა, რომლის აწევაც ოვულაციის მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, რომ ამ დღეებში სექსი არ უნდა გქონდეს.

დღეს უკვე არსებობს აპლიკაციებიც, რომლებიც მონაცემების შეყვანის შემდეგ გითვლიან ფერტილურ დღეებს, თუმცა ბოლო კვლევების მიხედვით ეს აპლიკაციები დასაორსულებლად უფრო გამოდგება ვიდრე პირიქით, ამის შესახებ გადახედე ჩვენ სტატიას: რამდენად ეფექტურია აპლიკაციები კონტრაცეფციად?

გახსოვდეს, რომ მენსტრუალურ ციკლზე ზეგავლენა შეიძლება ბევრმა რამემ მოახდინოს, როგორიცაა სტრესი, მოგზურობა, წამლების მიღება, ამიტომ მხოლოდ კალენდარული მეთოდის იმედად ყოფნა სასარგებლო ვერ იქნება. დღეს უკვე არსებობს გაცილებით ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდები, მათ აღმოსაჩენად გადახედე ჩვენ კონტრაცეფციის განყოფილებას.

წყარო: plannedparenthood.org