ინტიმური პარტნიორის სექსუალური ძალადობა

კატეგორია: ძალადობა

მოძალადეს შეიძლება ნებისმიერი სახის ურთიერთობა ჰქონდეს მსხვერპლთან, ის შეიძლება მსხვერპლის ინტიმური პარტნიორი იყოს. არაერთი ტერმინი არსებოს ისეთი სექსუალური შევიწროვების ასახსნელად, რომელშიც მოძალადე ურთიერთობაშია მსხვერპლთან. ეს შეიძლება იყოს ინტიმური პარტნიორის სექსუალური ძალადობა, ოჯახური ძალადობა, ინტიმური პარტნიორის გაუპატიურება, ოჯახური გაუპატიურება და მეუღლის გაუპატიურება. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტერმინს იყენებ ან როგორ განისაზღვრება ურთიერთობა, დაუშვებელია სექსუალური ურთიერთობის დამყარება თანხმობის გარეშე.

რა კავშირშია სექსუალური შევიწროვება ოჯახურ ძალადობასთან?

სექსუალური შევიწროვება იშვიათად ხდება ვაკუუმში. მას თან ახლავს ძალადობრივი ქცევის არაერთი ფორმა. ქალების უმეტესობა, რომელთაც ფიზიკურად ავიწროვებენ ინტიმური პარტნიორები, გამხდარან ამავე პარტნიორის სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. მეტი ინფორმაციისთვის გადახედე სტატიას: სექსუალური შევიწროვება, ძალადობა და გაუპატიურება.

რატომ უნდა ვითხოვო დახმარება?

თუ ინტიმური პარტნიორისგან სექსუალურ შევიწროვებას განიცდი, უამრავი მიზეზის გამო, შეიძლება რთული იყოს ამის თქმა. შეიძლება საკუთარ და შვილების უსაფრთხოებაზე ფიქრობდე, შეიძლება ჯერ კიდევ გიყვარდეს პარტნიორი ან არ გჯეროდეს, რომ, რაც შენ თავს ხდება, სექსუალური შევიწროვებაა. თუ ფიქრობ, რომ შენი ურთიერთობა შეიძლება ძალადობრივი იყოს, გადახედე სტატიას: საშიში ნიშნები ურთიერთობაში.

არ ხარ ვალდებული, მარტომ შეძლო ძალადობრივი ურთიერთობის დასრულება. დახმარების თხოვნა მეგობრისთვის, საყვარელი ადამიანისთვის, ადგილობრივი ორგანიზაციისთვის ან პოლიციისთვის, შეიძლება დაგეხმაროს ამ პროცესში.

წყარო: www.rainn.org