ალკოჰოლი და უსაფრთხოება

კატეგორია: სექსი

უამრავი სხვა საშუალების მსგავსად, ალკოჰოლმა შეიძლება მოადუნოს ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. სექსუალური შევიწროვების კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ ალკოჰოლმა შეიძლება მოძალადეს გაუადვილოს დანაშაულის ჩადენა და შეიძლება ადამიანს დაავიწყოს კიდეც მომხდარი დანაშაული.

რა უნდა გავაკეთო, რომ უსაფრთხოდ ვიყო?

შეგიძლია მიიღო უსაფრთხოების ზომები ისეთ სიტუაციებში, როცა დალევა გიწევს. ეს რჩევვები დაგეხმარება, უფრო უსაფრთხოდ იყო და შეამცირო სექსუალური შევიწროვების რისკები. თუმცა ეს რჩევები არ არის სრულებით უსაფრთხო. გახსოვდეს, რომ სექსუალური შევიწროვება არასდროს არ არის მსხვერპლის ბრალი, მიუხედავად იმისა ფხიზელი იყო თუ რაიმე სახის ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

  • თვალყური ადევნე მეგობრებს. თუ მეგობრებთან ერთად გადიხარ, ერთად გადით და ერთად დაბრუნდით. თუ გადაწყვეტ, ადრე წამოხვიდე, უთხარი მეგობრებს. თუ წვეულებაზე ხარ, გადაამოწმე ხოლმე, რას აკეთებენ ისინი. თუ რაღაც კარგად არ არის, ჩაერიე. არ მოგერიდოს მეგობრისთვის თქმა, რომ რაღაც ისე ვერ არის ან ღელავ მათ უსაფრთხოებაზე.
  • გქონდეს ალტერნატიული გეგმა. ზოგჯერ გეგმები სწრაფად იცვლება. შეიძლება მიხვდე, რომ საშიშია სახლში მანქანით წასვლა. შეიძლება მეგობრებმა ისეთ ადგილას წასვლა გადაწყვიტონ, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობ. ჩამოტვირთე Taxify ან იქონიე სანდო ტაქსის ნომერი, ნაღდი ფული, თუ წამოსვლას გადაწყვეტ.
  • იცოდე, რას სვამ. ვერ ცნობ ინგრედიენტებს? მოძებნე ინტერნეტში. ეცადე, არ დალიო ისეთი სასმელი, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ალკოჰოლს შეიცავდეს. შეუძლებელია იმის ცოდნა, რისგან არის მომზადებული ეს სასმელები.
  • ენდე საკუთარ ინსტინქტებს. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობ ან აფორიაქებული ხარ, მოუსმინე საკუთარ გულისთქმას და მიჰყევი შენს შეგრძნებებს. წადი უსაფრთხო ადგილას, დაურეკე სანდო ადამიანს ან გამოიძახე პოლიცია.
  • არ დატოვო სასმელი უყურადღებოდ. განსაკუთრებით საპირფარეშოში გასვლის, ცეკვის ან დასარეკად გასვლის დროს. თან წაიღე სასმელი ან გადააგდე. ეცადე, იგივე ჭიქა არ გამოიყენო მეორედ.
  • არ მიიღო სასმელი უცნობი ადამიანებისგან. ზოგ სიტუაციაში ეს შეიძლება რთული იყოს, მაგალითად, წვეულებაზე ან პაემანზე. თუ გადაწყვეტ, ახალი გაცნობილი ადამიანისგან სასმელი მიიღო, ეცადე, მასთან ერთად იყო ბართან, უყურო, როგორ ასხამენ და თავად წამოიღო.
  • გადაამოწმე საკუთარი თავი. შეიძლება გსმენია გამოთქმა „იცოდე საკუთარი საზღვრები“. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენის დალევა შეგიძლია, პერიოდულად გადაამოწმე, თავს როგორ გრძნობ.
  • ყურადღება მიაქციე შენს ორგანიზმში მომხდარ ცვილებებს. იმაზე მეტად მთვრალი ხარ, ვიდრე უნდა იყო? ზოგიერთ ნარკოტიკს არ აქვს სუნი, ფერი და/ან გემო და შეიძლება ისე ჩაგიყარონ სასმელში, რომ ვერ მიხვდე. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობ, უთხარი მეგობარს და სთხოვე, უსაფრთხო ადგილას წაგიყვანოს. თუ ფიქრობ, რომ შენ ან შენს მეგობარს ნარკოტიკი შემოგაპარეს, დარეკე სასწრაფოში და წინასწარ უთხარი ექიმს.
  • ჰკითხე საკუთარ თავს, იგივეს ფხიზელიც თუ იზამდი. ალკოჰოლმა შეიძლება შენი განსჯის უნარზე იმოქმედოს. მთვრალი არ მართავდი მანქანას, არ მიიღებდი სამედიცინო გადაწყვეტილებებს და არ ატარებდი ველოსიპედს. ბევრი პროფესიის წარმომადგენელი (მაგ. ექიმები, მასწავლებლები, პილოტები) არ უნდა იყვნენ მთვრალები საკუთარი მოვალეობის შესრულებისას. კონტექსტის გათვალისწინებით, რამდენად კარგი იდეაა, რის გაკეთებასაც აპირებ? არ ინანებ მიღებულ გადაწყვეტილებას ხვალ?

გახსოვდეს, რომ სექსუალური შევიწროვების დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რომც იყო, ეს შენი ბრალი არ არის და შენ არ ხარ მარტო.

წყარო: www.rainn.org