აბსტინენცია/თავშეკავება

კატეგორია: სექსი

შენი სექსუალობის სხვა მხარეების მსგავსად, აბსტინენციაც შენი პირადი არჩევანია. მთავარია, შენ როგორ გრძნობ თავს კომფორტულად და რა გსიამოვნებს.

აბსტინენცია სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ზოგჯერ აბსტინენციის ზეწოლა შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს, როგორიც სექსის ქონის ზეწოლა. როგორც არავის არ აქვს უფლება, სექსის ქონა დაგაძალოს, ისევე არ აქვს უფლება, აბსტინენცია დაგაძალოს.

ძირითადად, აბსტინენცია ნიშნავს, აირჩიო, არ გქონდეს სექსის გარკვეული სახეობები. აბსტინენცია შეიძლება ნიშნავდეს:

  • არავითარი სექსუალური აქტის (მათ შორის, არც კოცნის) ქონა სხვა ადამიანთან;
  • ვაგინალური სექსის არქონა, თუმცა ორალური და ანალური სექსის ქონა;
  • სექსუალური აქტების ნებისმიერი კომბინაცია, როცა, სულ მცირე, ერთი აქტი გამორიცხულია;
  • ყველა ეს განმარტება მისაღებია.

რა შეიძლება ჩავთვალო აბსტინენციად?

  • შეიძლება მზად არ იყო სექსისთვის და გინდა, დაელოდო სწორ დროსა და ადგილს;
  • შეიძლება გინდოდეს მოცდა, სანამ ისეთ ადამიანს არ იპოვი, ვისთანაც სერიოზული ურთიერთობა გენდომება;
  • შეიძლება გინდოდეს, სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან დაიცვა თავი;
  • შეიძლება გინდოდეს ფეხმძიმობის თავიდან აცილება;
  • შენი რელიგიური ან მორალური შეხედულებები გაიძულებდეს, თავი შეიკავო სექსუალური ცხოვრებისგან;
  • მარტივად, არ გაინტერესებს სექსი.

დამეხმარეთ! აბსტინენციას მაიძულებენ, მაგრამ არ ვიცი, რა მინდა!

  • თუნდაც სხვის აზრს აფასებდე, შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს უფლება, მიიღოს აბსტინენციის გადაწყვეტილება.

როგორ ვუთხრა პარტნიორს, რომ აბსტინენცია ავირჩიე?

  • რაც უფრო მალე ეტყვი, მით უკეთესი;
  • ურთიერთობის ადრეულ ეტაპზევე დაელაპარაკე პარტნიორს, სანამ ერთმანეთთან ფიზიკურად დაახლოვდებით.

რა ხდება, თუ წარსულში უკვე მქონდა სექსი?

  • არ არის სავალდებულო, ქალწული იყო, რომ აბსტინენციის გადაწყვეტილება მიიღო;
  • ადამიანებმა, რომელთაც უკვე ჰქონდათ სექსი, შეიძლება უამრავი მიზეზის გამო გადაწყვიტონ, უარი თქვან სექსზე;
  • ზოგი ადამიანი წყვეტს, გარკვეული პერიოდი აღარ ჰქონდეს სექსი და მოგვიანებით კვლავ იწყებს სექსუალურ ცხოვრებას.

სასარგებლო რჩევები;

ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლია გადაწყვიტო, რომ აღარ გქონდეს სექსუალური ან ბისექსუალური ცხოვრება იმდენი ხნით, რამდენიც თავად გჭირდება.

შენიშვნავიცითრომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერი ადამიანებისაკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებსამიტომ მოგიწოდებთგამოიყენოთ ის ტერმინოლოგიარაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com