აბორტი

კატეგორია: აბორტი

აბორტზე უამრავი მითი არსებობს. ამ სტატიაში წარმოდგენილია ის ინფორმაცია, რაც აბორტზე უნდა იცოდე:

  • აბორტი არის უსაფრთხო სამედიცინო პროცედურა, რომელიც წყვეტს ორსულობას;
  • საქართველოში აბორტი ნებადართულია.

გახსოვდეს, აბორტი უსაფრთხოა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ტარდება კლინიკაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დაუშვებელია აბორტის სახლის პირობებში ჩატარება!

აბორტის ტიპები: არსებობს აბორტის 2 კატეგორია: ქირურგიული და სამედიცინო.

აბორტის ვარიანტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხნის ორსული ხარ და რომელ კლინიკაში მიხვალ.

სამედიცინო აბორტი (გულისხმობს აბორტის აბების მიღებას):

  • სამედიცინო აბორტი იყენებს მედიკამენტებს ორსულობის შესაწყვეტად და შემდეგ ორსულობის ქსოვილს გამოდევნის საშვილოსნოდან;
  • ამ ტიპის აბორტი გამოიყენება ორსულობის პირველი 7-9 კვირის განმავლობაში, კლინიკისა და მედიკამენტების გათვალისწინებით;
  • სამედიცინო აბორტისთვის უნდა ჩაეწერო კლინიკაში, სადაც გექნება საკონსულტაციო შეხვედრა, ჩაგიტარებენ ულტრაბგერით შემოწმებას და სექსუალური გზით გადამდები ინფენქციების ტესტს. კლინიკაში გაგიკეთებენ ინექციას (რომელიც წყვეტს ნაყოფის ზრდას) ან დაგალევინებენ წამალს (რომელიც ნაყოფს აშორებს საშვილოსნოს კედელს) და მოგვიანებით, სახლში დასალევად მოგცემენ ტაბლეტებს, რომლებიც კუმშავს საშვილოსნოს, რათა გამოიდევნოს ორსულობის ქსოვილი;
  • ორსულობის ქსოვილი ჩვეულებრივ ტაბლეტების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გამოდის, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება დღეები ან კვირები დასჭირდეს მის სრულად გამოდევნას. სხვადასხვა მედიკამენტი მეტ-ნაკლებად აჩქარებს ამ პროცესს. შეიძლება დაგჭირდეს განმეორებითი სისხლის ანალიზი ან ექიმთან ვიზიტი, სანამ ორსულობის ქსოვილი ბოლომდე არ გამოიდევნება.

შენიშვნავიცითრომ ყველა ადამიანი (მაგალითად,  ტრანსგენდერებისაკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებსამიტომ მოგიწოდებთგამოიყენოთ ის ტერმინოლოგიარაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

ქირურგიული აბორტი:

  • ქირურგიული აბორტი გულისხმობს 2-3-საათიან ვიზიტს ექიმთან, რაც გულისხმობს საკონსულტაციო-საგანმანათლებლო სესიას, ულტრაბგერასა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების ტესტს. კლინიკისა და გესტაციური ასაკის გათვალისწინებით, შეიძლება აბორტი იმავე ვიზიტის დროს გაკეთდეს;
  • ქირურგიული აბორტის დროს არ ჭრიან და არ ადებენ ნაკერებს;
  • საშვილოსნოს ყელს ფრთხილად ხსნიან მედიკამენტებით და/ან სამედიცინო ინსტრუმენტებით. მოქნილი მილის გამოყენებით ინსტრუმენტი იდგმება საშვილოსნოს ყელში, რომლის გამოყენებითაც საშვილოსნოდან გამოაქვთ ორსულობის ქსოვილი. ამას შეიძლება 2-15 წუთი დასჭირდეს;
  • აბორტის შემდეგ რჩები კლინიკაში, სანამ სამედიცინო პერსონალი არ დარწმუნდება, რომ წასვლა შეგიძლია;
  • აბორტის შემდეგ სახლში მარტო წასვლა არ არის რეკომენდირებული, კარგი იქნება თუ ვინმეს სთხოვ დახმარებას.

აბორტის შემდეგ:

აბორტის შემდეგ თავის მოვლის ინსტრუქციები სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვაა. აქ წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რაც ზოგადია ყველასთვის:

  • აბორტიდან 1-2 კვირა (სამედიცინო აბორტის შემთხვევაში, ორსულობის ქსოვილის გამოდევნიდან 1-2 კვირა) ინფექციების რისკი შეგიძლია შეამცირო, თუ:
  • ვაგინაში არ მოათავსებ არაფერს, მათ შორის არც თითს, სათამაშოს, პენისს, ტამპონს და სხვა საშუალებებს
  • არ დაჯდები წყალში: არ მიიღებ აბაზანას (სასურველია, მიიღო შხაპი), არ იცურავებ, არ მიიღებ ცხელ აბაზანას ან ჯაკუზის
  • ინფექციის ნიშანი შეიძლება იყოს სიცხე, დაბალი აბდომინალური დაჭიმულობა და ვაგინალური გამონადენი. თუ რომელიმე სიმპტომი გაქვს, დაუკავშირდი ექიმს. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ინფექცია ადვილად იკურნება ანტიბიოტიკებით;
  • ჩვეული ცხოვრების გაგრძელება: შეეცადე, არ ასწიო მძიმე ან არ დაკავდე აერობიკით აბორტიდან 24 საათის განმავლობაში (სამედიცინო აბორტის დროს, ორსულობის ქსოვილის გამოდევნიდან 24 საათის განმავლობაში). ბევრი ადამიანი იმავე დღეს უბრუნდება სამუშაოს (ან ორსულობის ქსოვილის ამოღების დღესვე), ზოგს კი დასვენება სჭირდება. დაუბრუნდი ჩვეულ საქმიანობას, როცა ამისთვის მზად იქნები, მოუსმინე საკუთარ სხეულს;
  • მომდევნო მენსტრუალური პერიოდი: თუ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ აბებს არ იღებ, მომდევნო პერიოდი აბორტიდან 4-6 კვირაში დაგეწყება;
  • ტკივილი აბორტის შემდეგ ნორმალურია. ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აქვს ტკივილი. შეიძლება მოვლითი ტკივილები გქონდეს პროცედურიდან 2-3 კვირის განმავლობაში. შეიძლება ტკივილი ან დაჭიმულობა გქონდეს მუცლის ქვედა, წელის ან შიდა ბარძაყების არეში. შეგიძლია გამოიყენო ცხელი წყლის ბოთლი ან ექიმს ჰკითხო ტკივილგამაყუჩებლის დალევაზე;
  • სისხლდენა აბორტის შემდეგ ნორმალურია. ზოგ ადამიანს აბორტის შემდეგ ეწყება სისხლდენა და 3 კვირა გრძელდება. ალკოჰოლმა, სიმძიმეების აწევამ, მარიხუანის მოწევამ შეიძლება გააძლიეროს სისხლდენა. თუ ერთ საათში რამდენიმე საფენს იყენებ, დაუყოვნებლივ მიმართე ექიმს;
  • ფეხმძიმობის ნიშნები აბორტიდან 1 კვირაში აღარ გექნება. როგორც წესი, ორსულობის ნიშნებიდან პირველი გულისრევის შეგრძნება ქრება.
წყარო: teenhealthsource.com