სგგის გავრცელების რისკი ორალური სექსის დროს

საზეპიროები:

– ორალური სექსის დროს ბევრი ტიპის სექსუალური გზით გადამდები ინფექციის (სგგის) გავრცელების რისკი არსებობს, ამიტომ რეკომენდირებულია კონდომის, სტომატოლოგიური საფენის, ან სხვა სახის ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენება, რაც შეამცირებს სგგის გავრცელების რისკს.

– მიუხედავად იმისა, რომ აივ ინფექციის გადადების რისკი ორალური სექსის დროს დაბალია, განმეორებითმა დაუცველმა კავშირმა შეიძლება იგი გაზარდოს.

რა არის ორალური სექსი?

ორალური სექსის დროს ხდება პარტნიორის პენისის (პენილინგუსი), ვულვის (კუნილინგუსი), ან ანუსის (ანილინგუსი) სტიმულირება პირით, ტუჩებით, ან ენით.

რამდენად ხშირია ორალური სექსი პარტნიორებს შორის?

ორალური სექსი საკმაოდ გავრცელებულია სექსუალურად აქტიურ ადამიანებში – როგორც ჰეტეროსექსუალ, ისე ერთნაირსქესიან (გეი ან ლესბოსელ) წყვილებს შორის.

შესაძლებელია სგგის ორალური სექსით გავრცელება?

ორალური სექსის საშუალებით ბევრი სახის სგგი, დაავადება და ინფექცია შეიძლება გავრცელდეს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დაინფიცირებულ პარტნიორთან ჰქონია ურთიერთობა, შეიძლება გადაედოს სგგი პირის, ყელის, გენიტალიების (პენისისა და საკვერცხეების, ან ვულვას გარშემო არეალი), ან ანუსის მიდამოებში. ორალური სექსის მეშვეობით ინფექციის გადადების რისკი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

– კონკრეტული სგგის ტიპზე;

– თავად სექსუალური აქტის ფორმაზე;

– იმაზე, თუ რამდენად გავრცელებულია კონკრეტული სგგი იმ საზოგადოებაში, სადაც პარტნიორები ცხოვრობენ;

– რამდენჯერ იყო გამეორებული კონკრეტული სახის სექსუალური აქტი.

სავსებით შესაძლებელია, პარტნიორისგან სგგი გადაგედოს პირსა და ყელში, თუ მას გენიტალიის, ან ანუსის, მიდამოებში აქვს ინფექცია. ანალოგიურად, არსებობს კონკრეტული სგგის გადადების რისკი პენისზე (ან ვაგინასა და ანუსზე), თუ პარტნიორს ინფექცია პირის, ან ყელის მიდამოებში აქვს. შესაძლოა ადამიანს ერთდროულად რამდენიმეგან ჰქონდეს სგგი, მაგალითად ყელშიც და გენიტალიებზეც.

არსებობს ისეთი სექსუალური გზით გადამდები ინფექციებიც, რომლებიც ჯერ ორალური გზით ვრცელდება, შემდეგ კი მთელ ორგანიზმში იბუდებს, მაგალითად ჰერპესი და აივ ინფექცია.

და რაც ყველაზე მთავარია: სგგის გადადების რისკი არსებობს მაშინაც, თუ დაინფიცირებულ პიროვნებას არანაირი ნიშანი და სიმპტომი არ ახასიათებს. ბევრმა არც კი იცის, რომ ინფექციის მატარებელია, რადგან სგგის, ხშირად, სიმპტომები არ ახასიათებს.

რომელი სგგის გადაცემა შეიძლება ორალური სექსით?

ქლამიდიის.

სიფილისის.

ჰერპესის.

ადამიანის პაპილომა ვირუსის.

აივ ინფექციის.

ტრიქომონიაზის.

– გონორეის.

გარდა ამისა, არსებობს შემთხვევბი, როდესაც ანილინგუსის დროს, ადამიანებს გადაედოთ A ჰეპატიტი, შიგელოზი (ინფექციური დაავადება, რომელსაც ბაქტერიები იწვევენ. დამახასიათებელი სიმპტომებია დიარეა, სიცხე და მუცლის არეში მწვავე ტკივილი) და ამებიაზი (ბაქტერიული დაავადება).

არის ორალური სექსი ვაგინალურ, ან ანალურ სექსზე უსაფრთხო?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორალური სექსის მეშვეობით ბევრი სახის სგგი ვრცელდება, თუმცა რთულია ითქვას კონკრეტულად რომელი სახის სექსუალური აქტივობისასაა ინფექციის გადადების რისკი უფრო მაღალი. ეს ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ ადამიანები, რომლებსაც ორალური სექსი აქვთ, ხშირად ვაგინალური ან ანალური სექსითაც კავდებიან. გარდა ამისა, ბევრად უფრო მეტი კვლევა არსებობს აივ ინფექციის გარდა სხვა სგგის გადაცემის რისკის შესახებ პირიდან პენისზე, ვიდრე პირიდან ვულვის, ან ანუსის მიდამოებში.

კვლევები გვიჩვენებს, რომ დაინფიცირებულ პარტნიორთან ორალური სექსით აივ ინფექციის გადადების რისკი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ანალური, ან ვაგინალური სექსის დროს. თუმცა განსხვავებული სურათი გვაქვს,  როდესაც საქმე სხვა ინფექციებს ეხება: ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც სიფილისით დაინფიცირებულ ჰომოსექსუალ კაცებზე ჩატარდა, ყოველი მეხუთე ადამიანიდან მხოლოდ 1-მა განაცხადა, რომ ორალური სექსი ჰქონდა.

აქვე უნდა აღინიშოს ისიც, რომ მიუხედავად აივის გადადების დაბალი რისკისა, დაინფიცირების შანსი მაინც არსებობს, ამიტომ კონტრაცეფციის გამოყენება ყოველთვის მიზანშეწონილია. განმეორებითი დაუცველი ორალური სექსი აივ ინფექციის მატარებელ ადამიანთან საგრძნობლად ზრდის როგორც თავად აივის, ასევე სხვა სგგით დაინფიცირების რისკებს, რომელთა ორალური გზით გავრცელების შესახებ ჯერ სათანადო კვლევები არ გვაქვს.

შესაძლოა, გონორეისა და ქლამიდიისნაირი ინფექციების ყელის არეში მოხვედრა არ იყოს იმდენად საფრთხის შემცველი, როგორც მათი გენიტალიის, ან ანუსის მიდამოებში გადადება, მაგრამ მათი ორგანიზმში არსებობა მაინც ზრდის აივით დაინფიცირების რისკს, ხოლო გონორეის შემთხვევაში, იგი შეიძლება ყელიდან მთელ ორგანიზმშიც გავრცელდეს.

გაითვალისწინე:

რამ შეიძლება გაზარდოს ორალური სექსისი დროს სგგის გადადების რისკები?

დაინფიცირებულ პარტნიორთან ორალური სექსის დროს გასათვალისწინებელია კონკრეტული ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ აივ ინფექციის, ან სხვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკები. მაგალითად:

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტული კვლევები არ ჩატარებულა იმის შესახებ, ზრდის თუ არა ეს ელემენტები ორალური სექსისი დროს აივის, ან სხვა სგგის გავრცელების შანსებს.

როგორ ავიცილო თავიდან სგგი ორალური სექსის დროს?

თუ სექსუალურად აქტიური ხარ, იცოდე, რომ:

ბევრმა დაინიფიცირებულმა არც კი იცის, რომ სგგის მატარებელია, რადგან ხშირად ამ ინფექციებს თანმდევი სიმპტომები არ ახლავს, ან შეუმჩნევლად რჩება. თუ სექსუალურად აქტიური ხარ, რეგულარული ტესტირება ჩაიტარე სგგისა და აივ ინფექციაზე, და ღიად ესაუბრე პარტნიორ(ებ)ს უსაფრთხო სექსის შესახებ. თუ ფიქრობ, რომ რაიმე გადაგედო, აუცილებლად მიმართე კვალიფიციურ ექიმს და ეცადე სანამ არ გაესინჯები, სექსისგან თავი შეიკავო. მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელად და გახსნილად ესაუბრო ექიმს ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელმაც შეიძლება სგგის გადადების რისკი შეგიქმანს, ორალური სექსის ჩათვლით.

წყარო: https://www.cdc.org
თარგმანი სოფი ბერია