თმა ამომდის – ეს ნორმალურია?

გარდატეხის ასაკში სხეულის სხვადასხვა ადგილი თმით იფარება. ზოგ ადგილას თმის ამოსვლა შეიძლება გაგიკვირდეს, ზოგგან კი – სულაც არა.

რომელ ადგილებში ველოდო თმის ამოსვლას?

გენიტალიების გარშემო ამოსული თმა გარდატეხის ასაკის მაუწყებელია. ცხოვრების ამ ეტაპზე, ბავშვის სხეულში ჰორმონული ბალანსი იცვლება – შესაბამისად, სხეული იზრდება და უფრო მეტად ემსგავსება ზრდასრული ადამიანის სხეულს. გარდატეხის პერიოდში, ყველაზე ხშირად, თმა შემდეგ ადგილებზე ამოდის:

ბოქვენის თმა სხვა ადგილებში ამოსული თმისგან განსხვავდება?

ბოქვენზე ამოსული თმა, შესაძლოა, უფრო მუქი, სქელი და დახვეული იყოს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე ამოსული თმა, მაგრამ იგი ისევე იზრდება და ცვივა, როგორც, მაგალითად, თავზე ამოსული თმა. თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ბოქვენის თმა ზრდას წყვეტს, როცა გარკვეულ სიგრძეს აღწევს. ზოგს უფრო ჭარბი თმა ეზრდება, ვიდრე სხვებს, რაც სავსებით ნორმალურია.

ბოქვენზე, ფეხებზე, იღლიებში, ან სახეზე ამოსული თმა აუცილებლად უნდა შევიჭრა, ან გავიპარსო?

თმის შეჭრა და/ან გაპარსვა პირადი არჩევანია. ზოგი ადამიანი თვლის, რომ გაპარსული ბოქვენი სექსის დროს სიამოვნებას ამძაფრებს, ზოგს კი უბრალოდ ვიზუალურად მოსწონს. არიან ისეთებიც, ვისაც არ უნდა, რომ ბოქვენის თმა ტრუსიდან, ან საცურაო კოსტუმიდან გამოუჩნდეთ და ამიტომ იკრეჭენ.

არიან ადამიანები, სქესისა და გენდერული იდენტობის განურჩევლად, რომლებსაც ფეხებსა და იღლიის ქვეშ ამოსული თმის ტარება არ მოსწონთ და გაპარსვა ურჩევნიათ, თუმცა, ესეც პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც შეიძლება ყველამ არ გაიზიაროს.

როგორ მოვიშორო ბოქვენის თმა?

გაითვალისწინე ისიც, რომ ბოქვენი საკმაოდ სენსიტიური ადგილია, ამიტომ თმის გაპარსვამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, წვრილი გამონაყარი (ე.წ. razor burn) და/ან თმის ჩაბრუნება.

თარგმანი: სოფი ბერია