რატომ უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს პორნოს შესახებ

ცოტა ხნის წინ, საკლასო ოთახში 14 წლის გოგონამ მომმართა, რომელიც შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ მას გენიტალიებზე თმა ამოსდიოდა. ის თვლიდა, რომ რაღაც სჭირს, რადგან არასოდეს უნახავს თმით დაფარული ქალის გენიტალიები. როგორც განმანათლებელი სექსუალურ საკითხებში ხშირად ვიღებ უცნაურ შეკითხვებს, მაგრამ ამ ბოლო შემთხვევამ განსაკუთრებით დამაფიქრა. დღეს ჩვენ, ყველა ონლაინ ვცხოვრობთ და პორნოც ამ ონლაინ სივრცის ნაწილია. პორნოგრაფია ხშირად ახდენს ზეგავლენას ახალგაზრდების სექსუალურ მოლოდინებსა და გამოცდილებებზე, მაგრამ სწორი განათლებით შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ამგვარი მცდარი მოსაზრებები. აქ, ინგლისში არ არსებობს სტანდარტული, იურიდიული ტერმინი, რომელიც იდენტიფიცირებას უკეთებს პორნოგრაფიას და ის ლეგალურია, თუ მასში არ არის ასახული ექსტრემალური პორნოგრაფია, როგორიცაა, მაგალითად:

პორნოგრაფიის ჩვენება 18 წელს მიუღწეველი ადამიანისთვის ითვლება არალეგალურად და სწორედ ამიტომ ითხოვენ პორნო საიტები ასაკის დადასტურებას. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ კანონის არსებობის შესახებ, მაგრამ არარეალისტურია ის მოლოდინი, რომ ისინი არასდროს არ უყურებენ პორნოს, თუნდაც 18 წლამდე.

პორნოგრაფია არის ყველგან. პირადად მე არ მიმაჩნია, რომ პორნოს შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანს, მან ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სარგებელიც კი მოუტანოს. განათლების არარსებობა, რომელიც თან ახლავს პორნოგრაფიას, ტექნოლოგიები, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს პორნოს ნებისმიერ დროსა და ადგილას ხელმისაწვდომობა, აყალიბებენ ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს და სწორედ ამან შეიძლება შექმნას პრობლემები. ხშირად საზოგადოების მხრიდან პორნოს მიმართ რადიკალურად უარყოფითი განწყობა იწვევს მისი მომხმარებლების იზოლაციას. სწორედ ეს იზოლაცია უწყობს ხელს მითების გავრცელებას სექსის გარშემო, რაც, თავის მხრივ, პრობლემებს უქმნის ახალგაზრდებს.

რა თქმა უნდა, გაზრდილია წვდომა ძალადობრივ პორნოგრაფიაზე, რამაც გამოიწვია ზოგიერთი სექსუალური აქტივობის ნორმალიზება, მაგალითად:

მაშ ასე, როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს?

საჭიროა, გამოვათრიოთ პორნო ჩრდილიდან და გახსნილად ვესაუბროთ მათზე ახალგაზრდებს, ავუხსნათ, რომ პორნო დიდი ინდუსტრია და ფანტაზიაა.

სექსუალური განათლება უნდა მოიცავდეს საუბრებს პორნოგრაფიის შესახებაც. ეს საშუალებას მოგვცეს, შევამციროთ მისი როლი ახალგაზრდების ცხოვრებაში, რათა ის არ იყოს წყარო, რომლის მიხედვითაც სექსუალური განათლების მიღება ხდება.

ვინაიდან ჯერ უცნობია, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ძალადობრივი პორნოგრაფიის მოხმარებამ (რადგან ეს ამჟამად მიმდინარე პროცესია), მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს მივცეთ ცოდნა, რომ მათ უფრო გააზრებული ჰქონდეთ, რას უყურებენ, თუ ისინი პორნოგრაფიის გამოყენებას გადაწყვეტენ. პორნოგრაფიას ვერ გავაქრობთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ მისდამი დამოკიდებულება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.

ავტორი: რუბი სტევენსონი