ფეხმძიმედ ვარ: რა ვარიანტები მაქვს?

ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რამ ხდება, რასაც არ ველოდებით. ერთ-ერთი ასეთი სურპრიზია დაუგეგმავი ფეხმძიმობა.

დაუგეგმავად დაფეხმძიმდი? თუ ასეა, მარტო არ ხარ. ბევრი ადამიანი ფეხმძიმდება მოულოდნელად ცხოვრების რაღაც ეტაპზე.

თუ ფეხმძიმედ ხარ, შეიძლება აღფრთოვანებული, აღელვებული, მოწყენილი, ბედნიერი ან ყველა ერთად იყო!

გახსოვდეს, რომ შენ გაქვს აბორტის უფლება. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები თავად უნდა აკეთებდნენ არჩევანს საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ და უნდა ჰქონდეთ უფლება და ფაქტობრივი და მიუკერძოებელი ინფორმაცია არსებულ სამ ვარიანტზე: მშობლობა, გაშვილება თუ აბორტი.

მშობლობა

გაშვილება

აბორტი

გახსოვდეს: ეს შენი სხეული და შენი არჩევანია.

შენ ერთადერთი ხარ, ვინც უნდა გადაწყვიტოს, რა ჯობია შენთვის. დაუგეგმავი ფეხმძიმობის შესახებ გადაწყვეტილება მარტივიც შეიძლება იყოს და რთულიც. სრულებით ნორმალურია, დაბნეული იყო ან ურთიერთგამომრციხავი ემოციები გქონდეს.

ეცადე, შენზე გავლენა არ მოახდინოს იმან, რას ფიქრობენ სხვები. კარგი იქნება, თუ იპოვი ისეთ ადამიანს, ვისაც ენდობი, ვინც ობიექტურია და შენ გვერდით იქნება გადაწყვეტილების მიღებისას.

წყარო: teenhealthsource.com