გენდერი და სექსუალობა

ტერმინი ლგბტქ გულისხმობს ლესბოსელს, გეის, ბისექსუალს, ტრანსსექსუალსა და ქვიარს. თუმცა ჩამოთვლილი სექსუალური და გენდერული იდენტობები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია არსებულ უამრავ ტიპს შორის. დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტს ვიგებთ გენდერსა და სექსუალობაზე, მით მეტი ახალი იდენტობა ემატება ამ სიას!

სიმართლე ისაა, რომ გენდერი, სქესი და სექსუალური იდენტობა იმდენად რთული და ცვალებადია, რომ გაგვიჭირდება, მარტივად ავხსნათ ან აღვწეროთ ადამიანის იდენტობა ერთი იარლიყის ან სიტყვის გამოყენებით.

ბევრ ლგბტქი და თუნდაც ჰეტეროსექსუალ ადამიანს არ მოსწონს იარლიყების გამოყენება საკუთარ სექსუალურ თუ გენდერულ იდენტობაზე საუბრისას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს იარლიყები ზღუდავს ადამიანებს ან სრულიად უსარგებლოა. სხვები ფიქრობენ, რომ იარლიყები საჭიროა და მოსწონთ კიდეც მათი გამოყენება. მათ მიაჩნიათ, რომ ერთ რომელიმე კონკრეტულ სექსუალურ ან გენდერულ იდენტობასთან ასოცირებით მტკიცე განაცხადს აკეთებენ, რომ ისინი მიეკუთვნებიან ამა თუ იმ თემს.

აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტერმინების განმარტებები, რომლებიც ასახავს ამა თუ იმ სექსუალურ და გენდერულ იდენტობას. ეს განმარტებები შეიძლება სულაც არ ასახავდეს, თუ როგორ განსაზღვრავთ თავად შენ შენივე სექსუალურ თუ გენდერულ იდენტობას.

შენიშვნა: ეს არ არის ექსკლუზიური სია და ითვალისწინებს დასავლურ და კანადურ შეხედულებებს! მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი იყენებს სხვადასხვა სიტყვებს და სხვადასხვაგვარად იგებს სქესს, გენდერსა და სექსუალურ იდენტობას.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს (მაგ. ტრანსგენდერები), ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: teenhealthsource.com