სწორი გადაწყვეტილებაა აბორტი ჩემთვის?

აბორტი საკმაოდ ხშირი პროცედურაა, რომელსაც სხვა და სხვა მიზეზით მიმართავენ. ბუნებრივია, მხოლოდ შენ შეგიძლია გადაწყვიტო რა აჯობებს შენთვის, მაგრამ სწორი ინფორმაცია და მხარდაჭერა კიდევ უფრო დაგეხმარება საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

რატომ იკეთებს ხალხი აბორტს?

თუ აბორტზე ფიქრობ, იცოდე, რომ მარტო არ ხარ.  არასასურველი ორსულობის წინაშე ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დგება და 10-დან 4 მათგანი აბორტს იკეთებს; მათ შორის არიან ისინიც, ვინც ამ პროცედურას საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ან უსაფრთხოებისთვის იკეთებს, მიუხედავად იმისა რომ მათი ორსულობა დაგეგმილი იყო. მაგალითად, ამერიკაში 45 წლამდე ყოველი 4-დან 1 ქალს აქვს აბორტი გაკეთებული.

ხანდახან, გადაწყვეტილების მიღება მარტივია, სხვა დროს – რთული. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, აბორტის გადაწყვეტილება პირადია და შენ ერთადერთი ხარ, ვინც ეს უნდა გადაწყვიტოს.

ყველას თავისი უნიკალური და ვალიდური მიზეზი აქვს აბორტისთვის, მათ შორის:

აბორტის გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები არ გინდა, ან არ გიყვარს. 10-დან 6 ადამიანი, რომელიც აბორტს იკეთებს უკვე არის მშობელი და უნდა, რომ იმ შვილებს უკეთესად მოუაროს, რომლებიც უკვე ყავს. ხოლო ის ადამიანები, ვინც ჯერ არ არიან მშობლები და აბორტი გაიკეთეს, შვილებს მომავალში აჩენენ – უკეთეს დროს, ან როდესაც ამისთვის უფრო მზად გრძნობენ თავს. აქედან დასკვნა ისაა, რომ შვილის ყოლის გადაწყვეტილება და სწორი დროის შერჩევა პირადი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ შენ იცი რა არის შენთვის და შენი ოჯახისთვის უკეთესი.

რა დამეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში?

ოჯახი, ურთიერთობები, სწავლა, სამსახური, ცხოვრებისეული მიზნები, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, პირადი რწმენა-წარმოდგენები – ადამიანები დიდხანს ფიქრობენ ამ ყველაფერზე სანამ აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებამდე მივლენ. გახსოვდეს, რომ შენი სიტუაციის გაანალიზება შენზე უკეთესად არავის შეუძლია, ამიტომ გადაწყვეტილება 100%-ით შენ გეკუთვნის.

შეგიძლია შენ თავს ეს კითხვები დაუსვა:

შენი ორსულობის შესახებ გადაწყვეტილება პირადია. ნორმალურია, თუ ბევრი შეკითხვა, ან ემოცია გიგროვდება ამაზე ფიქრის დროს. ამიტომ, მაქსიმალურად ეცადე ფაქტობრივი, განუსჯელი ინფორმაცია მიიღო აბორტის შესახებ. ოჯახის, მეგობრების, პარტნიორების მხარდაჭერაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯამში გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ შენ გეკუთვნის.

მალე უნდა მივიღო გადაწყვეტილება?

აუცილებელია ამაზე ფიქრში იმდენი დრო დახარჯო, რამდენიც გჭირდება. ასევე კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე კვალიფიციურ ექიმს გაესაუბრები, რომელიც არ განგსჯის და სამედიცინო კუთხით სწორ ინფორმაციას მოგაწვდის. თუმცა, აქვე გაითვალისწინე, რომ საქართველოს კანონმდებლობით, აბორტი 12 კვირამდეა დაშვებული, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ვადას არ გადააჭარბო.

წყარო: www.plannedparenthood.org