ტრიქომონიაზი
რა არის ტრიქომონიაზი?
- ტრიქომონიაზი არის სექსუალური გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს პარაზიტი, რომლის ნახვაც მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი;
- ის შეიძლება აღმოჩნდეს ვაგინაში, შარდსადინარში, საშვილოსნოს ყელში ან წინადაუცვეთელი პენისის კანში.
როგორ ხდება ტრიქომონიაზით ინფიცირება?
- ტრიქომონიაზი გვხვდება ინფიცირებული ადამიანის სხეულის სითხეებში: სპერმა, ვაგინალური და ანალური გამონადენი;
- ტრიქომონიაზით დაინფიცირება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი სექსით;
- ტრიქომონიაზი შეიძლება დაგემართოს ინფიცირებულ ადამიანთან საერთო სექსუალური სათამაშოს გამოყენებით, თუ სათამაშოს არ გაწმენდ ან არ გამოიყენებ ახალ კომდომს ყოველ ჯერზე;
- ორსულმა შეიძლება ტრიქომონიაზი გადასცეს ნაყოფს ორსულობის ან ფიზიოლოგიური მშობიარობისას;
- მეტი ინფრომაციისთვის, როგორ ხდება სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემა, იხ. ბმული: სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემის გზები.
როგორ უნდა გაიგო, გაქვს თუ არა ტრიქომონიაზი?
- ერთადერთი გზა არის ტესტის ჩატარება;
- ზოგ ადამიანს საერთოდ არ აქვს სიმპტომები და შეიძლება არც იცოდეს, რომ ტრიქომონიაზი აქვს. შეიძლება ტრიქომონიაზი გადასცე სხვა ადამიანს, თუნდაც სიმპტომები არც კი გქონდეს;
- სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანებს არ აქვთ სიმპტომები. საშვილოსნოს ყელის მქონე ადამიანების უმეტესობას არ აქვთ სიმპტომები ან სიმპტომები შეიძლება აერიოთ შარდის ბუშტის ან ვაგინალურ ინფექციებში.
შესაძლო სიმპტომები
ვაგინა/საშვილოსნოს ყელი:
- ვაგინალურ გამონადენს ჩვეულებრივზე განსხვავებული სუნი აქვს;
- ვაგინალურ სექსამდე და მის შემდეგ ტკივილი და სისხლდენა;
- მტკივნეული ან ხშირი შარდვა;
- ვაგინის ირგვლივ სიწითლე ან ქავილი.
პენისი:
- გამონადენი პენისიდან;
- მტკივნეული შარდვა;
- პენისის თავზე სიწითლე ან ქავილი.
გახსოვდეს: ტრიქომონიაზის ყველაზე დიდი სიმპტომი სიმპტომების არქონაა.
როგორ უნდა შეამოწმო, გაქვს თუ არა ტრიქომონიაზი?
- ვაგინის შემთხვევაში, ექიმი ჩაგიტარებს ვაგინალურ შემოწმებას და აიღებს ნაცხს საშვილოსნოს ყელიდან;
- პაპ-ტესტი არ არის ტრიქომონიაზის ტესტი, ამიტომ უნდა მოითხოვო კონკრეტულად ტრიქომონიაზის ტესტი. არ იფიქრო, რომ ავტომატურად შეგამოწმებენ ტრიქომონიაზზე, თუნდაც თქვა, რომ ყველაფერზე გინდა შემოწმება;
- პენისის მქონე ადამიანებისთვის ტესტი ყოველთვის არ არის შესაძლებელი, თუმცა, თუ შენს პარტნიორ(ებ)ს დაუსვეს ტრიქომონიაზის დიაგნოზი, შენც ჩაგიტარებენ მკურნალობის კურსს;
- ორსულმა ადამიანმა შეიძლება ორსულობისას ან ფიზიოლოგიური მშობიარობისას ნაყოფს გადასცეს ტრიქომონიაზი. თუ ორსულად ხარ და ტრიქომონიაზის ტესტი არ ჩაგიტარებია, დაელაპარაკე ექიმს;
რა ხდება, თუ ტრიქომონიაზით ხარ ინფიცირებული?
- ტრიქომონიაზისგან გათავისუფლება შესაძლებელია მკურნალობით. უნდა მიიღო ყველა მედიკამენტი, თუნდაც მკურნალობის კურსის დასრულებამდე სიმპტომები აღარ გქონდეს;
- მკურნალობა უნდა ჩაიტაროს შენმა პატნიორ(ებ)მაც. თუ არ ჩაიტარებს, შეიძლება კვლავ გადმოგდოს ტრიქომონიაზი;
- მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში თავი შეიკავე სექსისგან, რათა პარტნიორ(ებ)ს არ გადასდო ინფექცია;
- მნიშვნელოვანია, იმკურნალო ტრიქომონიაზზე, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. საკვეცრხეების მქონე ადამიანების შემთხვევაში არსებობს საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზმის, შარდის მილის ინფექციების, უშვილობისა და აივ-ინფექციის რისკი, თუ დაუცველი სექსი გაქვს აივ ინფექციით დაავადებულ ადამიანთან;
- სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანების შემთხვევაში, ტრიქომონიაზი ზრდის უნაყოფობის რისკს და იწვევს რეპროდუქციული ტრაქტის შესიებას;
- ორსულობისას ტრიქომონიაზმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა.
როგორ უნდა შეამცირო ტრიქომონიაზის გადაცემის/მიღების რისკი?
- მიიღე გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. დაელაპარაკე პარტნიორ(ებ)ს სექსუალური გზით გადამდებ ინფექცებსა და უსაფრთხო სექსის საშუალებებზე;
- გამოიყენე კონდომი ვაგინალური და ანალური სექსის დროს;
- თუ სექსუალურ სათამაშოს იყენებ, გაწმინდე ან გამოიყენე ახალი კონდომი ყოველ ჯერზე;
- თუ შენ ან შენს პარტნიორს ახალი პარტნიორი გყავთ, გაესინჯე ტრიქომონიაზსა და სექსუალური გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე. თუ ხშირად გყავს ახალი პარტნიორები, ყოველ 3-6 თვეში ჩაიტარე ტესტი. თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექციის სიმპტომები გაქვს, დაუყოვნებლივ ჩაიტარე ტესტი;
- თუ ტრიქომონიაზის ტესტზე პასუხი დადებითია, მიჰყევი ექიმის ინსტრუქციებს;
სასარგებლო რჩევები:
- თუ ტრიქომონიაზის დიაგნოზი დაგისვეს, მნიშვნელოვანია ამის შესახებ შენს პარტნიორებს აცნობო, რომ მათაც ჩაიტარონ ტესტი და იმკურნალონ. თუ პარტნიორი არ გაიკეთებს ტესტს ან არ იმკურნალებს, დიდი შანსია, ხელმეორედ დაგაინფიციროს.
შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად, ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.
შენიშნვა: როგორც წესი, სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანები დაბადებისას არიან მამაკაცები, საშვილოსნოს ყელის მქონე ადამიანები კი ითვლებიან ქალებად. სათესლე ჯირკვლების მქონე ადამიანები ხშირად არ აიგივებენ თავს კაცებთან, საშვილოსნოს მქონე ადამიანები კი – ქალებთან.