სიფილისი
რა არის სიფილისი?
- სიფილისი არის სექსუალური გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია;
- მან შეიძლება იმოქმედოს საშვილოსნოზე, პენისზე, სწორ ნაწლავსა და ყელზე.
როგორ შეიძლება დაგემართოს სიფილისი?
- სიფილისი გვხვდება სიფილისით დაავადებული ადამიანის სხეულის სითხეებში: სპერმა, ვაგინალური და ანალური გამონადენი;
- სიფილისი შეიძლება დაგემართოს სიფილისით დაავადებულ ადამიანთან დაუცველი ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის დროს ან საერთო ნემსის გამოყენებით;
- სიფილისი შეიძლება დაგემართოს სიფილისით დაავადებულ ადამიანთან საერთო სექსუალური სათამაშოს გამოყენებით, თუ სათამაშოს არ გაწმენდ ან არ გამოიყენებ ახალ კომდომს ყოველ ჯერზე;
- სიფილისი შეიძლება დაგემართოს, თუ ლორწოვანი გარსი (პენისის, პირის, ანუსის ან ვაგინის შიდა ნაწილი) ან კანის ნაწილი, რომელსაც შიგნით სითხე აქვს, პირდაპირ ეხება სიფილისის გამონაყარს;
- სიფილისით დაავადებულმა ორსულმა შეიძლება სიფილისი გადასდოს ნაყოფს ორსულობისას;
- მეტი ინფრომაციისთვის, როგორ ხდება სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემა, იხ. ბმული: სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემის გზები.
როგორ უნდა გაიგო, რომ სიფილის გაქვს?
- ამის გაგების ერთადერთი გზა არის ტესტის ჩატარება;
- ზოგ ადამიანს არ აქვს სიმპტომები და შეიძლება არც იცოდეს, რომ სიფილისი აქვს. შეიძლება სიფილისი გადასცე სხვა ადამიანს, თუნდაც სიმპტომები არც კი გქონდეს;
- სიფილისის ინფექციის სამი ეტაპი არსებობს. სიმპტომები დამოკიდებულია აღნიშნულ ეტაპებზე.
სიფილისის ეტაპები:
- საწყისი ეტაპი:
- სიფილისით ინფიცირებიდან 10-90 დღე
- უმტკივნეულო გამონაყარი შეიძლება გამოჩნდეს იმ ადგილას, საიდანაც პირველად სიფილისი მოხვდა შენს ორგანიზმში (პენისი, ვაგინა, ანუსი, პირი ან ყელი)
- ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს გამონაყარს, რადგან იგი უმტკივნეულოა
- გამონაყარი შეიძლება თავისით გაქრეს, თუმცა სიფილის მაინც გაქვს
- სიფილისი მკურნალობის გარეშე არ ქრება. თუ არ იმკურნალებ, სიფილისი გადადის შემდეგ ეტაპზე.
- მეორე ეტაპი:
- გამონაყარის გაჩენიდან 4-10 კვირა
- გამონაყარი ჩნდება ხელის გულებზე, ფეხის ტერფებზე, მკერდზე და/ან ზურგზე
- რიგ შემთხვევებში, იწყება კუნთების და სახსრების ტკივილი, გლანდების შესიება და უმიზეზო თმისცვენა
- სიფილისი მკურნალობის გარეშე არ ქრება. თუ არ იმკურნალებ, სიფილისი გადადის შემდეგ ეტაპზე.
- ადრე ლატენტური/გვიან ლატენტური ეტაპი:
- ინფექციის მიღებიდან 1 წლის შემდეგ
- ამ ეტაპებზე სიმპტომები არ არსებობს. ამ ეტაპებზე შეიძლება გადასცე სიფილისი სხვა ადამიანებს, თუმცა იგი გადადის შემდეგ ეტაპზე.
- მესამე ეტაპი:
- ადამიანები, რომლებიც ინფიცირდნენ სიფილისით, თუმცა არასდროს უმკურნალიათ, ამ ეტაპზე შეიძლება გადავიდნე 10-20 წლის შემდეგ
- ამ ეტაპზე სიფილისმა შეიძლება გამოიწვიოს გულის, ტვინის, ღვიძლის, თვალებისა და ძვლების სერიოზული დაავადებები.
გახსოვდეს: სიფილისის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის სიმპტომების არქონა.
როგორ უნდა ჩაიტარო სიფილისის ტესტი?
- სიფილისზე ტარდება სისხლის ანალიზი;
- თუ გინდა სიფილისის ტესტის ჩატარება, მოითხოვე კონკრეტულად სიფილისის ტესტი. არ იფიქრო, რომ ავტომატურად შეგამოწმებენ სიფილისზე, თუნდაც თქვა, რომ ყველაფერზე გინდა შემოწმება;
- დაელაპარაკე ექიმს, როდის უნდა ჩაიტარო ტესტი. შეიძლება 2-12 კვირა დასჭირდეს, რომ სიფილისი სისხლში გამოჩნდეს;
- ორსულმა ადამიანმა შეიძლება ორსულობისას ინფექცია გადასდოს ნაყოფს. თუ ორსულად ხარ და სიფილისის ტესტი არ ჩაგიტარებია, დაელაპარაკე ექიმს;
- სექსუალური გზით გადამდები ინფექციების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. ბმული: რა არის სგგი?
რა უნდა ვქნა, თუ სიფილისის ტესტის პასუხი დადებითია?
- სიფილისის განკურნება შესაძლებელია ინექციებით ან ანტიბიოტიკებით. აუცილებლად უნდა მიიღო ყველა ინექცია/დალიო ყველა ანტიბიოტიკი, თუნდაც სიმპტომები აღარ გქონდეს;
- შენმა სექსუალურმა პარტნიორებმაც უნდა ჩაიტარონ ტესტი. თუ არ ჩაიტარებენ, შეიძლება ისევ გადმოგდონ ინფექცია;
- მნიშვნელოვანია, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ჩაიტარო განმეორებითი ტესტირება, რათა დარწმუნდე, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. დაელაპარაკე შენს ექიმს განმეორებით ტესტირებაზე;
- მკურნალობიდან 2 კვირა თავი შეიკავე სექსისგან, რათა სიფილისი არ გადასდო შენს პარტნიორებს;
- სიფილისის მკურნალობა მნიშვნელოვანია, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოგვიანებით, მათ შორის გულის, ტვინის, ღვიძლის, ძვლებისა და თვალების დაავადებები;
- სიფილისი რეპორტირებადი ინფექციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ექთანმა შეიძლება მოგთხოვოს ყოფილი და ახლანდელი პარტნიორების საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მათაც ურჩიონ ტესტის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში, შენს ვინაობას არ გაამხელენ;
- თავადაც შეგიძლია დაუკავშირდე შენს ყოფილ და ახლანდელ პარტნიორებს. თუ გინდა, ეს ანონიმურად გააკეთო, შეგიძლია გამოიყენო პროგრამა inspot.org.
როგორ უნდა შეამცირო სიფილისის მიღების/გადაცემის რისკი?
- მიიღე გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. დაელაპარაკე პარტნიორ(ებ)ს სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებსა და უსაფრთხო სექსის საშუალებებზე;
- გამოიყენე კონდომი ვაგინალური და ანალური სექსის დროს, გამოიყენე ლატექსის ხელთათმანი ხელით შეხებისას, ორალური სექსის დროს კი გამოიყენე კონდომი, რათა თავიდან აიცილო სიფილისით ინფიცირების რისკი;
- თუ სექსუალურ სათამაშოს იყენებ, გაწმინდე ან გამოიყენე ახალი კონდომი ყოველ ჯერზე;
- თუ შენ ან შენს პარტნიორს ახალი პარტნიორი გყავთ, გაესინჯე სიფილისსა და სექსუალური გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე. თუ ხშირად გყავს ახალი პარტნიორები, ყოველ 3-6 თვეში ჩაიტარე ტესტი. თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექციის სიმპტომები აქვს, დაუყოვნებლივ ჩაიტარე ტესტი;
- თუ სიფილისის ტესტზე პასუხი დადებითია, მიჰყევი ექიმის ინსტრუქციებს;
პარტნიორისთვის თქმა
- თუ სიფილისის დიაგნოზი დაგისვეს, მნიშვნელოვანია, ამის შესახებ შენს ყოფილ და ახლანდელ პარტნიორებს აცნობო, რომ მათაც ჩაიტარონ ტესტი და იმკურნალონ.
შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად, ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.