როცა აცნობიერებ, რომ ტრანსგენდერი ხარ

როდესაც ბავშვი იბადება, ხშირად გვიხარია, რომ ბიჭი ან გოგოა. თუმცა ყველა არ ეთანხმება იმ სქესს, რომელიც შეხვდა, რაც სრულიად ნორმალურია.

ამ სტატიაში წარმოდგენილია სასარგებლო ინფორმაცია, რაც დაგეხმარება, თუ ფიქრობ, რომ ტრანსი ხარ ან გაინტერესებს, ხარ თუ არა.

რას ნიშნავს, იყო ტრანსი?

ხშირად წარმოვიდგენ, რომ სხვა სქესის ვარ. ნიშნავს ეს, რომ ტრანსი ვარ?

შესაძლებელია. შენი ფანტაზიები საიმედო გზაა, უკეთ შეიცნო საკუთარი იდენტობა და გაიგო, რას გრძნობ საკუთარი გენდერული იდენტობისადმი. ისინი გეხმარება, მეტი გაიგო საკუთარ თავზე და იმაზე, რას ფიქრობ საკუთარ გენდერულ იდენტობაზე. ეს ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ტრანსი ხარ.

გახსოვდეს, მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, როგორ განსაზღვრავ საკუთარ გენდერულ იდენტობას, ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. აღნიშნული სტატია: საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გაგება.

როგორ გავიგო, ვარ თუ არა ტრანსი?

ეს არის კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა:

შესაძლებელია, იყო ტრანსი და გიზიდავდეს შენივე სქესის ადამიანი?

დიახ. გენდერული და სექსუალური იდენტობა ორი განსხვავებული რამაა.

ტრანსი ადამიანი შეიძლება იყოს გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი ან ჰეტეროსექსუალი.

როგორ აისახება ტრანსობა ჩემს ცხოვრებაზე?

იდეალურ სამყაროში ტრანსობა ნიშნავს, იცხოვრო შენი ცხოვრებით იმ სქესით/გენდერით, რომელიც შენთვის მისაღებია, სურვლის შემთხვევაში, გქონდეს წვდომა სხეულის შეცვლის საშუალებებზე.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის არ იღებს ტრანსებს და ტრანსფობიის გამო შეიძლება გახდე დისკრიმინაციის, ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი.

თუ მამაკაცად დაიბადე და ქალი გახდი, შენი სექსიზმის გამოცდილება შეიძლება შეიცვალოს.

დისკრიმინაციის შიში ბევრ ტრანსს ხელს უშლის, ღიად გამოხატოს თავისი გენდერული იდენტობა.

ტრანსი ადამიანების თემი ეხმარება მათ, ვინც მსგავსი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა და მუშაობს ასეთი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

უნდა შევიცვალო გარეგნობა?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება გინდა. თუ გინდა გარეგნობის შეცვლა, შეგიძლია გაითვალისწინო შემდეგი ვარიანტები:

ვიცი, რომ ტრანსი ვარ. შემდეგ რა ვქნა?

ეს შენზეა დამოკიდებული! გაცნობიერება, რომ ტრანსი ხარ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია თვითშეცნობისა და თვითშესწავლის გზაზე. თავად უნდა გადაწყვიტო, საით გინდა წასვლა.

რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს:

წყარო: teenhealthsource.com