როგორ დავუჭირო მხარი შვილს, თუ მან აბორტი გადაწყვიტა?

აბორტის გადაწყვეტილება მარტივი არ არის, როგორც მშობლებისთვის, ისე შვილებისთვის. ჩვენი დაკვირვებით, ამ დროს ქალები ან ძალიან მიმღებლები არიან მშობლების დახმარების მიმართ, ან პირიქით – ვერ იტანენ. ორივე რეაქცია ნორმალურია, მაგრამ ასეთ დროს ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი სწორედ პაციენტის სურვილია.   შვილს, ყველაზე მეტად, მორალური მხარდაჭერის გამოხატვით დაეხმარები.

თუ შენი შვილი თავს კომფორტულად იგრძნობს, გაყევი პროცედურაზე, მაგრამ არ გეწყინოს, თუ ამ დროს პარტნიორის, ან მეგობრის მხარდაჭერა უფრო ენდომება.

საქართველოს კანონმდებლობით, აბორტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქალს ეკუთვნის. ექიმი, როგორც წესი, მას ცალკე გაესაუბრება, რომ დარწმუნდეს მისი გადაწყვეტილების ობიექტურობაში. მნიშვნელოვანია, რომ მან თავი წნეხის ქვეშ არ იგრძნოს, ასე გაუადვილდება ვარიანტების აწონვა და სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა.

აუცილებლად უნდა იცოდე, რომ:

რა უფლებები მაქვს, როგორც მშობელს?

საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით, ქალს კონფიდენციალობის უფლება აქვს, ამიტომ შესაძლებელია შენმა შვილმა ისე გაიკეთოს აბორტი, რომ ამის შესახებ ვერ გაიგო. თუ ეს ასეა, მაშინ შესაძლოა დაფიქრდე თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, უფრო გაიხსენით ერთმანეთთან და ღიად ილაპარაკეთ ისეთ თემებზე, როგორიცაა სექსი და ურთიერთობები. თუ შენმა შვილმა გადაწყვიტა, რომ გაგიზიაროს თავისი არჩევანი, ეს ნიშნავს რომ გენდობა.

თავს ბოლომდე ჩართულად არ ვგრძნობ ამ გადაწყვეტილებაში.

ეს გარდაუვალია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის ქალს ეკუთვნის. თუ გინდა, რომ შენ შვილს უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადო, ჰკითხე როგორ არის, რა სჭირდება და დააფასე მისი არჩევანი.

ვგრძნობ, რომ ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, როგორ მოვიქცე?

აბორტი მარტივი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, მაგრამ სიტუაციას ართულებს ის, თუ შენ და შენი შვილი ამ საკითხზე ვერ თანხმდებით. ამ დროს ყველაზე სასარგებლო იქნება, თუ ფსიქოლოგთან მიხვალთ. თუ ფიქრობ, რომ ამ გამოცდილებამ მკაფიო გახადა თქვენი ურთიერთობის ის არეალი, რომელზეც მეტი მუშაობა გჭირდებათ (მაგალითად სექსი და ურთიერთობები), გირჩევთ, სწორი დრო აარჩიოთ და ამაზე ღიად, გახსნილად და განსჯის გარეშე ისაუბროთ.

www.bpas.org