მენჯის ანთებითი დაავადება (PID)

ხშირად, უყურადღებოდ დატოვებული სექსუალური გზით გადამდები ინფექციები (სგგი) მენჯის ანთებით დაავადებაში (ინგლისურად Pelvic Inflammatory Disease, იგივე PID) გადაიზრდება, რამაც მომავალში შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. 8-დან 1 ქალი, რომელსაც PID აქვს გადატანილი, დაორსულებისას პრობლემებს განიცდის. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ თუ დროულად მიხედავ ჯანმრთელობას, მენჯის ანთებითი დაავადება შეგიძლია თავიდან აიცილო.

რა არის მენჯის ანთებითი დაავადება?

ეს ქალის რეპროდუქციულ ორგანოების ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად სექსუალური გზით გადამდები ინფექციების (მაგალითად, ქლამიდიისა და გონორეის) გართულებას მოყვება. მიუხედავად ამისა, მენჯის ანთებითი დაავადება შეიძლება სხვა, არასექსუალური გზით გადამდებმა ინფექციებმაც გამოიწვიოს.

როგორ ვითარდება მენჯის ანთებითი დაავადება?

ამ ინფექციური დაავადების განვითარების რისკი მაღალია, თუ:

როგორ შემიძლია PID-ს განვითარების რისკი შევამცირო?

ერთადერთი უტყუარი მეთოდი სგგი-ს თავიდან ასაცილებლად ვაგინალური, ორალური და ანალური სექსისგან თავის შეკავებაა.

თუ სექსუალურად აქტიური ხარ, შეგიძლია შემდეგი რჩევები გაითვალისწინო:

როგორ მივხვდე, რომ მენჯის ანთებითი დაავადება მაქვს?

ამის შესამოწმებლად ტესტი არ არსებობს. დიაგნოზს, როგორც წესი, შენი სამედიცინო ისტორიის, ფიზიკური შემოწმებისა და სხვა კვლევების შედეგების მიხედვით სვამენ. შეიძლება ვერც კი გააცნობიერო, რომ მენჯის ანთებითი დაავადება გაქვს, რადგან სიმპტომები ნაკლებად, ან საერთოდ არ გაქვს გამოხატული. თუმცა, თუ ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივი, მაშინ შემდეგ სიმპტომებს მიაქციე ყურადღება:

თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმეს შეამჩნევ:

შესაძლებელია თუ არა მენჯის ანთებითი დაავადებისგან განკურნება?

კი. იმ შემთხვევაში, თუ მენჯის ანთებითი დაავადების დიაგნოზი ადრე დაისვა და მისი მკურნალობა დროულად მოხდა, PID-სგან განკურნება შესაძლებელია. თუმცა, მკურნალობა ვერ შეცვლის რეპროდუქციული სისტემის იმ დაზიანებებს, რაც ამ დაავადებამ უკვე გამოიწვია. რაც უფრო დიდხანს არ მიმართავ ექიმს, მით უფრო დიდი შანსია, რომ მას გართულებები მოყვეს. აუცილებლად ბოლომდე მიიყვანე მკურნალობის კურსი – მაშინაც, თუ სიმპტომები გაგიქრება. ამასთან, არ დაგავიწყდეს შენი სექსუალური პარტნიორ(ებ)ის გაფრთხილებაც, რათა მათაც დროულად მოასწრონ სგგი-ზე შემოწმება.

აქვე გაითვალისწინე ისიც, რომ შენ და შენმა პარტნიორმა თავი უნდა შეიკავოთ სექსისგან მკურნალობის პერიოდში, რათა ერთმანეთი კიდევ ერთხელ არ დააინფიციროთ. თუ სგგი ისევ გადაგედო, მაშინ მენჯის ანთებითი დაავადების განვითარების შანსი კვლავ გაქვს, ხოლო თუ PID ადრე უკვე გადატანილი გაქვს , მაშინ თავიდან დაავადების რისკიც უფრო მაღალია.

რა მოხდება, თუ არ ვიმკურნალებ?

მენჯის ნათებითი დაავადების გართულებებში შედის:

გახსოვდეს, რომ თუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა ადრე მოხდა, მენჯის ანთებითი დაავადების გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.

წყარო: https://www.cdc.gov

თარგმანი: სოფი ბერია